workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონას” ფეხბურთელები მსოფლიო ჩემპიონატისათვის ემზადებიან

“ბარსელონას” ფეხბურთელები მსოფლიო ჩემპიონატისათვის ემზადებიან

"ბარსელონას" ფეხბურთელები მსოფლიო ჩემპიონატისათვის ემზადებიან

კატალონიის “ბარსელონას” 14 ფეხბურთლია წარდგენილი სამხრეთ აფრიკაში ეროვნული ნაკრებების შემაგენლობებში. ესპანეთი, საფრანგეთი, ბრაზილია, არგენტინა, კოტ დ’იუარი, მექსიკა – ეს ის ნაკრებებია, რომელშიც “ბარსელონას” ერთი ფეხბურთლი მაინც არის წარდგენილი. ფეხბურთელები ინტენსიურად ემზადებიან  ფეხბურთის უმთავრესი მოვლენისათვის – მსოფლიო ჩემპიონატისათვის.

ესპანეთის ნაკრებმა ჩაატარა რამდენიმე ამხანაგური მატჩი მსოფლიო ჩემპიონატამდე, “ფურია როხამ” ძალიან მძიმე ბრძოლებში იმარჯვა. დელ ბოსკეს შეგირდები აგრძელებენ ვარჯიშს, ისინი ფაქტობრივად უკვე მზად არიან მსოფლიო ჩემპიონატზე სათამაშოდ. რაც შეეხება ბრაზილიას, ალვეშის გუნდმა იოლად დაამარცხა ამხანაგურ მატჩში ტანზანია 5:1. დუნგას ფეხბურთელებს მეტი არაოფიციალური თამაში აღარ ელით. რაც შეეხება არგენტინას, მათ დაახლოებით 10 დღის წინ ძალიან დამაჯერებლად კანადას 5:0 სძლიეს. მარადონას შეგირდებიც ემზადებიან იოჰანეზბურგის პირველი მატჩისათვის. რაც შეეხება იაია ტურეს, მის გუნდში არასასიამოვნო ფაქტი მოხვდა, იმის მიუხედავად, რომ აფრიკელებმა ამხანაგური მატჩი მოიგეს, გუნდის უდავო ლიდერმა დიდიე დროგბამ დაზიანება მიიღო და პირველი მატჩებიდან ვერ შეუერთდება გუნდს.

მატჩები რომლებშიც იმონაწილევებენ “ბარსელონელები”.

11 ივნისი: საფრანგეთი – ურუგვაი

12 ივნისი: არგენტინა – ნიგერია

15 ივნისი: ბრაზილია – ჩრდილოეთ კორეა

15 ივნისი: კოტ დ;იუვარი – პორტუგალია

16 ივნისი: ესპანეთი – შვეიცარია

წყარო: fcbarcelona.cat

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში