კატალონიის “ბარსელონას” ფეხბურთელმა კარლეს პუიოლმა, კომენტარი გააკეთა კლუბების მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის შემდეგ. როგორც მოგეხსენებათ, მისმა გუნდმა “სანტოსი” გაანადგურა (0:4), რის შემდეგაც მასთან ნეიმარი მივიდა და მაისურის გაცვლა სთხოვა.
“ძალიან გახარებულები ვართ. ჩვენ შევძელით და ჩავატარეთ კარგი მატჩი. წარმატებას მივაღწიეთ და ბედნიერები ვართ, თუმცა ამის მიღწევა არ იყო ადვილი. აუცილებელი იყო სწრაფი გოლის გატანა, რაც მოვახერხეთ კიდეც და ამის შემდეგ თავი უფრო კომფორტულად ვიგრძენით. მე მაისური ნეიმარს გავუცვალე, რადგან ის ბრწყინვალე ფეხბურთელია. როდესაც მატჩის დაწყებამდე მისი თამაში გავაანალიზეთ, მივხვდით, რომ ძალიან დიდ პრობლემებს შეგვიქმნიდა. საბედნიეროდ, ჩვენ მოვახერხეთ მისი გაჩერება და ასევე ყველა მისი თანაგუნდელისაც. სამწუხაროდ, დღეს აქ არ იყვნენ ტიტო ვილანოვა და დავიდ ვილა. ამ გამარჯვებას სწორედ ამ ორ უდიდეს ადამიანს ვუძღვნით. მათთან ერთად უფრო ძლიერები ვიქნებოდით.” –განაცხადა “ლურჯ–ბროწეულისფერების” კაპიტანმა მატჩის შემდეგ.


