“სანტოსის” ფეხბურთელმა ნეიმარმა, რომელიც მონაწილეობას მიიღებს კლუბების მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში, სადაც მისი გუნდი კატალონიის “ბარსელონას” დაუპირისპირდება, განაცხადა, რომ მატჩის შემდეგ მაისურის გაცვლას “ლურჯ–ბროწეულისფერთა” კაპიტანს, კარლეს პუიოლს სთხოვს. ახალგაზრდა ბრაზილიელი ვარსკვლავის თქმით, მას სურს მთელი თამაშის მანძილზე დატანჯოს კარლესი, ხოლო შემდეგ მისი ფორმა სახლში წაიღოს.
“პუიოლი უბრალოდ ბრწყინვალე ფეხბურთელია. ტელევიზორში ხშირად ვუყურებ, თუ როგორ თამაშობს იგი და უკანასკნელ სისხლის წვეთამდე იბრძვის, რათა საკუთარ გუნდს წარმატება მოუტანოს. მას ძლიერ ვაფასებ და მინდა მისი მაისური მქონდეს. სურვილი მაქვს, რომ მთელი მატჩის მანძილზე შევუტიო კატალონიელთა დაცვას და დავტანჯო მათი კაპიტანი, ხოლო შეხვედრის დასრულების შემდეგ მას ფორმა გავუცვალო. იმედია მომეცემა ამის საშუალება.” –განაცხადა ნეიმარმა.
შეგახსენებთ, რომ “ბარსელონა” და “სანტოსი” ერთმანეთს, თბილისის დროით 14:30 სთ–ზე დაუპირისპირდებიან.