მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონა” ხვალ მოედანზე ვილიას მხარდამჭერი მაისურებით გავა

“ბარსელონა” ხვალ მოედანზე ვილიას მხარდამჭერი მაისურებით გავა

 

“ბარსელონა” ხვალ მოედანზე ვილიას მხარდამჭერი მაისურებით გავა.

 

როგორც იცით ხვალ გაიმართება მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფინალი, სადაც “სანტოსი” და “ბარსელონა” ერთმანეთს დაუპირისპირდებიან. მოგეხსენებათ ის ფაქტიც, რომ კატალონიელთა შვიდმა ნომერმა “ალ სადთან” მატჩში ფეხი მოიტეხა, რის გამოც დარჩენილ სეზონს გამოტოვებს. მის მხარდასაჭერად “ბლაუგრანელები” მოედანზე “ელ გუახეს” მხარდასაჭერი მაისურებით გავლენ, რომელსაც ეწერება: “Mucha fuerza Guaje“(შენ დიდი ძალა გაქვს გუახე). გამარჯვების შემთხვევაში ამ ტიტულს ფეხბურთელების თქმით ტიტო ვილანოვასა და დავიდ ვილიას მიუძღვნიან.

 

“ბარსას” აქვს “ფიფასგან” აღებული ნებართვა და ხვალ ამ მაისურებით გამოსვლისას არავითარი პრობლემები არ შეექმნებათ.

 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში