“ლევერკუზენი” “ჩემპიონთა ლიგის” ჯგუფურ ეტაპზე

“ლევერკუზენი” “ჩემპიონთა ლიგის” ჯგუფურ ეტაპზე

 

“ლევერკუზენმა” “ჩემპიონთა ლიგის” ჯგუფურ ეტაპზე  საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა. გერმანელები  E ჯგუფში “ჩელსის” მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩნენ და ჯგუფური მეორე ადგილზე დაამთავრეს. პლეი-ოფში კი ის  “ბარსელონას” დაუპირისპირდებიან.

 

გერმანულმა გუნდმა “ჩემპიონთა ლიგა” ცუდად დაიწყო. პირველი მატჩი მათ ლონდონში გამართეს “ჩელსის” წინააღმდეგ, სადაც 2:0 წააგეს. ამის მუხედავად მეორე ტურში სწორედ ამავე ანგარიშით დაამარცხეს “გენკი”. შემდეგი მატჩი “ლევერკუზენს” “ვალენსისს” წინააღმდეგ ელოდა, სადაც ყველასათვის გასაკვირად  მატჩი წარმატებით დაასრულა და “ღამურები” 2:1 დამარცხდნენ. გერმანელებმა კიდევ ერთი სასწაული მოახდინეს, მათ “ჩელსის”  დამარცხება შესძლეს. ამ მატჩის შემდეგ არსებობდა იმის შანსი, რომ “მანჩესტერ სიტისთან” და “მანჩესტერ იუნაიტედთან”  ერთად “ჩელსიც” ჯგუფში ჩარჩენილიყო. ბოლო ორი მატჩი გერმანელთათვის ცუდად დასრულდა. “ვალენსიამ” რევანში აიღო და საკუთარ მოედანზე “ბავარია” 3:1 დაამარცხა. ამის შემდეგ ესპანურმა გუნდმა(“ვალენსიამ”) “გენკს” გამანადგურებელი ანგარიშით მოუგო. 7:0 იყო ანგარიში, რომელიც ტაბლოზე მატჩის დასრულებისას დაფიქსირდა.  ამ მატჩის შემდეგ ჯგუფში სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბა.  “ლევერკუზენმა” ბოლო შეხვედრა “გენკის” წინააღმდეგ გამართა და ფრეს დასჯერდა(1:1). შემდეგ კი “ჩელსი”-“ვალენსიის” მატჩზე იყო დამოკიდებული, თუ რომელ ადგილზე დაასრულებდა “ლივერკუზენი” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპს. ზემოთ ხსენებულ მატჩში კი წარმატებას ინგლისელებმა მიაღწიეს. ამის გამო გერმანულმა გუნდმა მეორე აგილზე ჩამოინაცვლა და ლიდერს მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩა.

 

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია