“ბარსელონას” სპორტულმა დირექტორმა ამადორ ბერნაბეუმ და ფეხბურთელმა სესკ ფაბრეგასმა გააკეთეს კომენტარები ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრასთან დაკავშირებით. მათ გამოთქვეს კმაყოფილება, რადგან არ მოუწიათ რომელიმე რუსულ კლუბთან დაპირისპირება და ცივ ქვეყანაში გამგზავრება. როგორც მოგეხსენებათ, 1/8 ფინალში კატალონიელთა მეტოქე “ლევერკუზენი” იქნება.
ფაბრეგასი: “აი ასე, ჩვენ გერმანიაში მივდივართ. “ბაიერი” ყოველთვის ერთ-ერთი ძლიერი გუნდი იყო და იქნება “ბუნდესლიგაში” და ძალიან საინტერესო და დაძაბული დაპირისპირება გველის. კარგია, რომელიმე რუსული კლუბი არ შეგვხვა და არ მოგვიწევს ცივ ქვეყანაში გამგზავრება.”
ბერნაბეუ: “ყველაფერი კარგადაა. კმაყოფილი ვარ კენჭისყრის შედეგებით. ძალიან კარგია რუსეთში გამგზავრება რომ არ მოგვიწევს. ყინვაში თამაში და ესპანეთიდან შორს ყოფნა ბევრ პრობლემას შეგვიქმნიდა.”


