გერმანიის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა და ლევერკუზენის “ბაიერის” სპორტულმა დირექტორმა რუდი ფიოლერმა განაცხადა, რომ ლიგის მერვედფინალში “ბაიერს” ექნება მინიმალური შანსი “ბარსასთან”, ამიტომ გერმანელებს დასაკარგი არაფერი აქვთ.
“ბარსა” არის ჩემპიონთა ლიგისა და მსოფლიო ფეხბურთის მთავარი ფავორიტი გუნდი, ამიტომ ძნელია მასთან გამარჯვების მოპოვებაზე იფიქრო. ეს იქნება დასამახსოვრებელი მატჩი ჩვენი გულშემატკივრებისა და ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის სადაც ისინი დიდ გამოცდილებას შეიძენენ. ჩვენ “ბარსასთან” დასაკარგი არაფერი გვაქვს, ამიტომ ზეწოლა ძალიან მცირე იქნება” – დასძინა ყოფილმა ლეგენდარულმა თავდამსხმელმა.
ფიოლერმა ასევე განაცხადა, რომ თუ “ლევერკუზენი” შეძლებს მისი სრული პოტენციალის დემონსტრირებას მაშინ შეიძლება გერმანელებს მცირე შესაძლებლობა მიეცეთ მეოთხედფინალში გაღწევის, რაც უდიდესი სენსაცია იქნება.



