workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სილვინიო: “სანტოსმა” რომც მოიგოს, “ბარსა” მაინც მსოფლიოში საუკეთესო იქნება”

სილვინიო: “სანტოსმა” რომც მოიგოს, “ბარსა” მაინც მსოფლიოში საუკეთესო იქნება”

კატალონიის “ბარსელონას” ყოფილმა ბრაზილიელმა მცველმა სილვინიომ, კომენტარი გააკეთა კლუბების მსოფლიო ჩემპიონატის ფინალზე, სადაც ერთმანეთს მისი ყოფილი გუნდი და “სანტოსი” დაუპირისპირდებიან. სილვინიოს თქმით, თუ “ლურჯ–ბროწეულისფერები” ამ მატჩში დამარცხდებიან თუნდაც სამარცხვინო ანგარიშით, ისინი მაინც მსოფლიოში საუკეთესოებად დარჩებიან და გააგრძელებენ დედამიწაზე ნომერ პირველი კლუბის რანგში გამოსვლას.

 

“ბარსელონამ” “სანტოსთან” რომ წააგოს, ანგარიშით 0:3, ისინი მაინც მსოფლიოში საუკეთესოები იქნებიან. ვფიქრობ, რამალო ისეთ შემადგენლობას დააყენებს, რომელიც ნამდვილად ეცდება კატალონიური გრანდის შეჩერებას. ბრაზილიელები ეცდებიან ხშირად შეუტიონ მეტოქის კარს და შეუქმნან მათ ბრობლემები უკანა ხაზში, თუმცა ამის მიუხედავად დანამდვილებით ვიცი, რომ ისინი ვერ მოახერხებენ ბურთის კონტროლს, რადგან უბრალოდ “ბლაუგრანას” მოთამაშეები არ მისცემენ ამის საშუალებას.” –განაცხადა სილვინიომ.

 

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ლურჯ–ბროწეულისფერი მაისური 2004–დან 2009 წლამდე ატარა და 89 ჩატარებულ ოფიციალურ შეხვედრაში ორჯერ მოახერხა მეტოქის კარის აღება.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward