“ბარსელონამ” მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატში უკვე სამჯერ მიიღო მონაწილეობა. ორჯერ ისინი ვერაფერს გახდნენ. ეს ორი ჩემპიონატი სწორედ იაპონიაში ჩატარდა, ხოლო აბუ დაბიში გამართულ ჩემპიონატზე “ბლაუგრანელებმა” წარმატებით იასპარეზეს.
პირველად “ბარსას” მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე მონაწილეობა მიიღო 1991/92 წლების სეზონში მოგებული “ჩემპიონთა ლიგის” წყალობით.კატალონიელებმა ფინალამდე გასვლა მოახერხეს, ფინალში კი ისინი 1:2 დამარცხდნენ “სან პაოლოს” წინააღმდეგ.
შემდეგ, “ჩემპიონტა ლიგის” გამარჯვება კატალონიელემა 2006 წელს აღნიშნეს. მათ პარიზში “არსენალი” დაამარცხეს, ანგარიშით 2:1. ამჯერად უკვე მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი გართულებული იყო. მონაწილეობის უფლება უკვე ყველა კონტინენტის წარმომადგენელს ქონდა. “ბარსელონამ” ნახევარფინალში მექსიკურ “ამერიკას” 4:0 მოუგო, მაგრამ ფინალში მათ “ინტერი” შეხვდათ. ესპანელებმა აქაც მარცხი განიცადეს (0:1).
გამარჯვება აბუ-დაბიში
სამი წლის შემდეგ “ბლაუგრანელებმა” გუარიოლას ხელმძღვანელობით “ჩემპიონთა ლიგის” მოგება შეძლეს. ამჯერად “ბარსელონა” აბუ-დაბიში გაემგზავრა. “ბარსას” ფინალში გასვლა არ გაჭირვებია, მაგრამ ფინალი ძალზედ დაძაბული და საინტერესო აღმოჩნდა, მაგრამ ესპანელები მაინც გამარჯვებულები გამოვიდნენ. მათ “ესტუდიანტესი” დაამარცხეს, ანგარიშით 2:1.
“ბარსას”, როგორც ჩანს უკვე ორჯერ არ გაუმართლა იაპონიაში. იმედია ამჯერად ყველაფერი კარგად იქნება და გუნდი “სანტოსის” დამარცხებას შეძლებს.