workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ნადალი: “მადრიდელებმა შანსები ვერ გამოიყენეს”

ნადალი: “მადრიდელებმა შანსები ვერ გამოიყენეს”

მსოფლიოს ერთ–ერთმა უძლიერესმა ჩოგბურთელმა რაფაელ ნადალმა, რომელიც “ელ კლასიკოს” ბერნაბეუს “ვიპ ლოჟიდან” ადევნებდა თვალ–ყურს, განაცხადა, რომ “რეალმა” კარგი თამაში აჩვენა და წაგების მიზეზად ესპანელმა სპორთსმენმა ხელსაყრელი მომენტების ვერ გამოყენება დაასახელა.

 

“გუშინ “რეალი” ერთადერთი რითიც განსხვავდებოდა “ბარსელონასგან” იყო მომენტების ვერ გამოყენება. მადრიდელებს ჰქონდათ შანსები გოლის გატანისა, თუმცა ვერ მოახერხეს და ერთზე მეტი გოლი ვერ შეუგდეს მოწინააღმდეგეს. ვიცი რა ძნელია როცა აგებ. ეს უბრალოდ ფსიქოლოგიის ამბავია და შენზე ძალიან ცუდად მოქმედებს. ახლა მთავარია მათ დაივიწყონ ეს მარცხი და იფიქრონ მომავალ შეხვედრებზე. ჯერ კიდევ ყველაფერი წინაა. “თეთრებმა” არ უნდა იფიქრონ, რომ ეს წვალება და შრომა, რაც მათ ჩადეს ფუჭი იყო.” –ციტირებს მსოფლიოს მეორე ჩოგანის სიტყვებს მადრიდული გამოცემა AS.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward