რეალი – ბარსელონა: საინტერესო ფაქტები

რეალი – ბარსელონა: საინტერესო ფაქტები

– “სანტიაგო ბერნაბეუზე” გამართული 81 მატჩიდან 50-ჯერ მასპინძლებმა გაიმარჯვეს, 15-ჯერ მატჩი ფრედ დასრულდა, ხოლო კატალონიელებმა კი 16-ჯერ მოახერხეს “რეალის” დამარცხება.
– ბარათების ბალანსის თვალსაზრისით, მდგომარეობა ასეთია: 96 ყვითელი და 7 წითელი დაიმსახურეს მადრიდელებმა, ხოლო 106 ყვითელი და 9 წითელი კატალონიელებმა.
– მადრიდში გამართული შეხვედრებიდან ყველაზე მეტი, 7 ყვითელი ბარათი დაიმსახურა ფერნანდო იერომ (რეალი), მას მოსდევს სერხი ბარხუანი (ბარსელონა) 6 ყვითლით.
– მადრიდის “რეალმა” 14 მოპოვებული პენალტიდან 13-ის გამოყენება შეძლო, ხოლო “ბარსელონამ” 4-დან 4-ივე გაიტანა.
– მიგელ მუნიოსმა (რეალი) მწვრთნელის რანგში მოახერხა ყველაზე მეტი საშინაო  მატჩის ჩატარება “ბარსას” წინააღმდეგ (13) , ხოლო ბარსელონელების მხრიდან მადრიდში ყველაზე მეტი ჩატარებული მატჩით იოჰან კრუიფი (ბარსელონა) გამოირჩევა (8).
– მადრიდელების მხრიდან ყველაზე მეტი მატჩი მადრიდში გამართული აქვს რაულს (16) 9 გატანილი გოლით, ალფრედო დი სტეფანოსთან ერთად.
– კატალონიელების მხრიდან ყველაზე მეტი ჩატარებული მატჩით გამოირჩევიან მიგელი, ჩავი და სეზარი. მათ თანაბარი, 12-12 მატჩი აქვთ ჩატარებული.
–  ლიონელ მესი არის “ბარსას” ყველაზე შედეგიანი ფეხბურთელი, რომელმაც მადრიდში გამართულ შეხვედრებში ყველაზე მეტი გოლის გატანა მოახერხა (4).

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია