ტიაგოს ტალანტმა და თავდაუზოგავმა შრომამ შედეგი გამოიღო. კატალონიის “ბარსელონას” ფეხბურთელმა დაიკავა მეორე პოზიცია 2011 წლის “ოქროს ბიჭუნას” გათამაშებაში. როგორც იცით, ყოველ წელს გადასცემენ ამ ჯილდოს საუკეთესო 21 წელზე ქვემოთ მყოფ ფეხბურთელს. ამ წელს, ალკანტარამ მეორე ადგილი დაიკავა. იგი მხოლოდ “დორტმუნდელ” მარიო გიოტცეს ჩამორჩა. რაც შეეხება მესამე პოზიციას, აქ ფრანგული “ლილის” მოთამაშე ედენ აზარი გავიდა.
ტიაგოსთვის 2011 წელი მისი მთელი ცხოვრების მანძილზე დაუვიწყარი იქნება. იანვარში, ანდონი სუბისარეტამ ოფიციალურად განაცხადა იმის შესახებ, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელი პირველ გუნდში იქნა აღზევებული. 2010/11 წლების სეზონში ალკანტარა რეგულარულად გამოდიოდა გვარდიოლას გუნდში და ორი გოლიც გაიტანა. ივლისში, მან კლუბთან კონტრაქტი 2015 წლამდე გაახანგრძლივა. ამ ზაფხულს იგი მთავარი ფიგურა იყო ესპანეთის 21 წლამდელთა ნაკრებში, რომელმაც ევროპის ჩემპიონატი მოიგო. ტიაგო ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. ახალგაზრდა ვარსკვლავმა ეს სეზონიც მაღალ დონეზე დაიწყო და 6 სექტემბერს ნაკრების პირველ გუნდშიც ჰქონდა დებიუტი ლიხტენშტეინის წინააღმდეგ. ამ დროისათვის, ის არის ერთ–ერთი ყველაზე გამოყენებადი ფეხბურთელი გვარდიოლასთვის.
“ოქროს” ბიჭუნა” გახლავთ იგივე, რაც “ოქროს ბურთი”, ოღონდ ახალგაზრდებისთვის. გამარჯვებულს ავლენს 30 მსოფლიოს მასშტაბით მომუშავე ჟურნალისტი. პირველად, ეს ტიტული 2003 წელს გათამაშდა და გამარჯვებული რაფაელ ვან დერ ვაარტი გახდა.
2003 წელი–რაფაელ ვან დერ ვაარტი (აიაქსი)
2004 წელი–უეინ რუნი (მანჩესტერ იუნაიტედი)
2005 წელი–ლიონელ მესი (ბარსელონა)
2006 წელი–სესკ ფაბრეგასი (არსენალი)
2007 წელი–სერხიო კუნ აგუერო (ატლეტიკო)
2008 წელი–ანდერსონი (მანჩესტერ იუნაიტედი)
2009 წელი–ალექსანდრე პატო (მილანი)
2010 წელი–მარიო ბალოტელი (მანჩესტერ სიტი)
2011 წელი–მარიო გიოტცე (დორტმუნდი)