მარკ ბარტრამ “ბარსელონასთან” კონტრაქტი 2014 წლამდე გაახანგრძლივა. ფეხბურთელი ამით ძალზედ აღტაცებული იყო. თავის აგენტთან ერთად მან მოაწერა ხელი კონტრაქტს, რომელშიც აღნიშნულია, რომ ამ სეზონის ბოლომდე მისი გაყიდვის ფასი 12 მილიონი ევრო იქნება, ხოლო შემდეგ 2013/14 წლების სეზონში უკვე 30 მილიონ ევრომდე აიწევს. კლუბის პრეზიდენტი სანდრო როსელი, ასევე დაესწრო ცერემონიას. მასთან ერთად იმყოფებოდნენ “ბარსას” სპორტის დირექტორი ანდონი სუბისარეტა და “ბარსა ბ”–ის დირექტორი ხორდი მესტრე.
“იმ ათ წელიწადში, რაც ამ გუნდში გავატარე, ეს დღე ნამდვილად ერთ–ერთი ყველაზე საუკეთესოა. ჩემი მთავარი მიზანი და ოცნებაა პირველ გუნდში თამაში და ვიმედოვნებ, ეს ოცნება ამიხდება. აუცილებელია თავდაუზოგავად შრომა და ყველაფერი მოვა. ჩემი კუმირი კარლეს პუიოლია. მასში ყველაზე მეტად სულისკვეთება და თავდადებით თამაში მომწონს. ძალიან მინდა მის ნაკვალევს გავყვე და წარმატებას მივაღწიო.” –განაცხადა ბედნიერმა ბარტრამ ცერემონიის შემდეგ.
