კატალონიის “ბარსელონას” ოფიციალურმა საიტმა განაცხადა, რომ ესპანელი მარკ ბარტრა კონტრაქტს გაახანგრძლივებს.
პოზიციით მცველმა 20 წლის ფეხბურთელმა თანხმობა განაცხადა კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე. ის ერთ–ერთი იმ ფეხბურთელთაგანია, რომელსაც “ლა მასიის” სკოლა აქვს გავლილი.
“ბლაუგრანამ” კიდევ ერთი ტალანტი შეინარჩუნა და კონტრაქტი 2014 წლამდე გახანგრძლივდება. გამოსასყიდი თანხა პირველ სეზონში 12 მილიონს შეადგენს, მეორე სეზონში კი იგი გაიზრდება და 50 მილიონ ევროს მიაღწევს.

