მსოფლიოს ერთ–ერთმა საუკეთესო ჩოგბურთელმა რაფაელ ნადალმა თავისი აზრი გამოთქვა თუ ვინ არის 2011 წლის საუკეთესო ფეხბურთელი. ამ დროისათვის მეორე ჩოგანმა განაცხადა, რომ იგი “ოქროს ბურთს” ჩავის გადასცემდა პირველ რიგში იმიტომ, რომ ის ესპანელია და ასევე იმიტომ, რომ ნამდვილად ბრწყინვალედ თამაშობს და აქვს ყველაფერი, რაც პროფესიონალ მოთამაშეს სჭირდება. ნადალი ორი სიტყვით მოახლოვებულ “ელ კლასიკოსაც” შეეხო.
“მე ოქროს ბურთს” ჩავის მივცემდი. ამის მთავარი მიზეზი ის არის, რომ იგი ესპანელია და ბრწყინვალე კარიერა აქვს. მას აქვს ყველაფერი, რაც პროფესიონალ ფეხბურთელს სჭირდება. რაც შეეხება “ელ კლასიკოს”, ერთი სული მაქვს როდის მოვა შაბათი. წინ ნამდვილად სანახაობრივი თამაში გველის. “რეალი” ძალიან კარგ სეზონს ატარებს და მათ რამდენიმე შეხვედრაში დიდი ანგარიშითაც იმარჯვეს.” –განაცხადა ნადალმა.