პეპ გვარდიოლამ აღნიშნა, რომ რაც არ უნდა კარგად თამაშობდეს გუნდი, თუკი ის ტიტულებს ვერ იგებს საქმეები არც თუ ისე კარგად მიდის.
პეპ გვარდიოლას პრეს-კონფერენცია ხუან იგნასიო მარტინესის, ”ლევანტეს” მთავარი მწვრთნელის როლზე საუბრით დაიწყო: ”პირადად მას არ ვიცნობ, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ გუნდის წარმატებაში მას უდიდესი წვლილი მიუძღვის. ის გუნდზე დადებითად მოქმედებს. უკვე სეზონის დიდი ნაწილი გავიდა, ისინი კი მეოთხე პოზიციაზე იმყოფებიან. უკვე გასული სეზონის ბოლოს ისინი ძლიერები იყვნენ. ის, რომ ისინი აქ არიან მათი დამსახურებაა”. ვალენსიურ კლუბზე საუბრისას პეპ გვარდიოლას გუნდის ”ვეტერანებზეც” შეეკითხნენ, რომლებიც გუნდში მრავლად არიან: ”ხანდახან ეგჩვენება, რომ რაც ”ბარსელონას” და ”რეალს” არ ეხება არ ითვლება. შემდეგ ხედავ ამ ფეხბურთლებს კარგი კარიერით, ისინი კარგად თამაშობენ, მათ შექმნეს ძლიერი, შეკრული გუნდი, ისინი თავს კარგად წარმოაჩენენ… ეს ფეხბურთელები უკვე დიდი ხანია პრიმერაში თამაშობენ, ამიტომაც ამას იმსახურებენ”.
პეპმა არ მიაქცია ყურადღება იმას, რომ მიმდინარე სეზონში უკვე 23 შემთხვევაში მოედანზე სხვადასხვა შემადგენლობით გამოვიდა: ”გადაწყვეტილება კონკრეტულ დღეს მიიღება, გამომდინარე იქედან, რასაც ვხედავ და რაც უკეთესია. სეზონის დასაწყისში არ ვიცი, რომელი გუნდის წინააღმდეგ რომელი ფეხბურთელები ითამაშებენ”. ასევე მან დიდი ყურადღება არ დაუთმო ტაქტიკის ხშირ ცვლას და ფეხბურთელების პოზიციებს, რომლებსაც ის მატჩიდან მატჩამდე ცვლის: ”მიზანი ყოველთვის ისაა, რომ ფეხბურთელი მოედანზე თავს კომფორტულად გრძნობდეს, რათა დომინირებდეს მეტოქეზე. ამიტომაც მე ვცვლი განლაგებას. როცა ნაკლებ გადაადგილებას აკეთებ მატჩის დროს ფეხბურთელებს ცხოვრებას ურთულებ”.
გვარდიოლამ იცის, რომ ყოველთვის მნიშვნელოვანია გამარჯვება: ”ჩვენ აქ ტიტულების მოსაგებად ვართ. ამის გათვალისწინებით სეზონის ბოლოს ანალიზს გავაკეთებთ, თუ რა როგორ გავაკეთეთ და როგორ ვიმუშავეთ. არ შეიძლება იმით დამშვიდება, რომ ვერ მოვიგეთ ტიტული, მაგრამ კარგად ვთამაშობდით. ეს ყველაფერი კი სეზონის ბოლო ნაწილის საკითხებია”.
ელ კლასიკო
კლასიკომდე ერთი კვირა რჩება და ისე ჩანს, რომ ყველა გაგიჟებულია ამ მატჩის მოლოდინით, მხოლოდ პეპ გვარდიოლას გარდა. პეპმა საუბარი ”ბარსას” ამჟამინდელი მდგომარების გაანალიზებით დაიწყო: ”ის, რაც ხდება შემთხვევითობა არაა. ასეთი რამ კლუბის 112 წლინი ისტორიის მანძილზე არაერთხელ მომხდარა. პირადად მე პრიმერას სამი ტიტული ბოლო ტურში მოვიგე, როცა მთელი სეზონი მდევარი ვიყავი. სპორტში ყოველთვის ვიღაც უკან იმყოფება. თუკი შენ ჩამორჩები ამბიციები უნდა გქონდეს, რომ დაწევა სცადო, მაგრამ ნორმალური მოწინააღმდეგეობის ფორმით. აი ეს არის სპორტი. რა თქმა უნდა, ჩვენ გვსურს, რომ ყველაფერი კარგად გავაკეთოთ, მაგრამ ვიცით, რომ ხანდახან ყველაფერი ასე არ გამოვა. ამ დროს კი უნდა გაიგო დანებდი თუ არა. თუ კი, მაშინ რაღაცაში შეცდი. ყოველთვის უკეთესია წინ იყო, ვიდრე უკან, მაგრამ არის მომენტები, როცა ჩამორჩები. უნდა გავაგრძელოთ ძალების მოკრება, რათა რაც შეიძლება მეტად სტაბილურები ვიყოთ და ყურადღება მხოლოდ იმას უნდა მოვაქციოთ, თუ რისი გაკეთება შეგვიძლია თავად”.
რთული მატჩების წინ მწვრთნელი ყოველთვის ამტკიცებდა, რომ გუნდი კარგ ფორმაში იყო. ახლა კი იმის გათვალისწინებით, თუ რა ელის ”ბარსას” სეზონის ბოლომდე მან რწმენა გამოთქვა, რომ ”ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ. მათ არასდროს უღალატიათ ჩემთვის და ამას არავითარი კავშირი არ აქვს გამარჯვებებთა ან მარცხებთან”.
პეპმა უარყო, რომ უკვე ამ მატჩზე ფიქრობს: ”არა, მე არ მაქვს არავითარი გეგმა მესისთვის. ”ლევანტესთან” მატჩის შემდეგ ”ბატესთან” მატჩისთვის განაცხადს შევავსებ. მე ჯერ-ჯერობით არ მაქვს გეგმა, თუ ვინ ითამაშებს, მაგრამ მე საორიენტაციოდ ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალის და სუპერთასის მატჩებს ავიღებ. მე გადავხედავ ამ შეხვედრებს და შემდეგ მივიღებს გადაწყვეტილებას, ვინ გავა მოედანზე და როგორ ვითამაშებთ. არ შემიძლია ორ მატჩზე ერთდროულად ვიფიქრო. მე ყოველდღიურად ვმუშაობ”.
კითხვაზე, მმიშვნელოვანი იქნება, თუ არა ”ბერნაბეუზე” ”ლევანტეს” დამარცხების შემდეგ ჩასვლა პეპმა უპასუხა, რომ ”ყოველთვის კარგია მატჩზე გასვლა, როცა წინა მოგებული გაქვს. ჩვენ ყველა მატჩს სრული სერიოზულობით ვეკიდებით და ”ლევანტესთან” შეხვედრა გამონაკლისი არ იქნება. ამის შემდეგ კლასიკოზე ფიქრის დროც მოვა”.
მწვრთნელმა ასევე უპასუხა შეკითხვას, თუ რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუკი ”ბერნაბეუზე” გამართული მატჩის შემდეგ ”რეალი” 9 ქულით წინ იქნება: ”მთავარია ვიფიქროთ, რომ ყველაფერი გადაწყვეტილია. ეს კი ჩემი საქმე იქნება. ჩემი გამოცდილება მეუბნება, რომ თეთრი დროშა არასდროს არ უნდა გადმოაგდო. მე შევეცდები მათ დარწმუნებას, რომ სხვაობას დავძლევთ. ჩვენ ლა ლიგის ბევრი მატჩი გვაქვს ჩასატარებელი, ყველაფერი შეიძლება მოხდეს”.
გვარდიოლას არ აინტერესებს ქულების შემცირება: ”არ მგონია, რომ ქულების შემცირების სურვილი მანიად გადაგვექცეს. ბოლოს და ბოლოს ჩვენ უძლერეს გუნდესბ ვებრძვით და ყველაფერი იმის წყალობით ხდება, რომ ვიგებთ”.
ასევე მწვრთნელმა არ ისურვა ”სპორტინგისა” და ”რეალის” შეხვედრაზე საუბარი: ”მე მხოლოდ იმაზე ღელვა შემიძლია, თუ როგორ ვითამაშებთ ”ლევატესთან” და არა იმაზე, თუ რას იზამს ”რეალი” ”სპორტინგთან”.
ალექსის სანჩესი
ყველა პრეს-კონფერენციაზე ჩილელი ჟურნალისტი შეკითხვას ალექსის სანჩესის შესახებ სვამს: ”მნიშვნელოვანია, თუ თავად რას მოელის ის საკუთარი თავიდან. ჩილეში ის დიდ სივრცეში თამაშობს, აქ უფრო ფლანგისკენ იწევს. მან იბრძოლოს როგორც შეუძლია და დაგვეხმაროს. ეს საკმარისზე მეტია”.
მწვრთნელს ასევე სტანდარტული მდგომარეობიდან გაშვებულ გოლებზეც ჰკითხეს: ”ჩვენ ამას დიდ ყურადღებას არ ვუთმობდით. უფრო მნიშვნელოვანი სხვა საკითხები იყო”. გვარდიოლა არ ღელავს იმის გამო, რომ მისი ფეხბურთელები დიდ პრემიებს ღებულობენ: ”ბოლო დროს საქმეებს კარგად ვუმკლავდებოდით, ხოლო ფეხბურთელებს აჯილდოვებდნენ. მათ იციან, რომ თუ კვლავ არ მოიგებენ სეზონის ბოლოს ვერ მიიღებენ პრემიებს”.
სახალისო შეკითხვა დაისვა სესკ ფაბრეგასის ვარცხნილობის შესახებ: ”არ ვიცი, რა უთხრეს მას თანაგუნდელებმა. მთავარია, რომ მას თავად მოსწონდეს. თქვენაც ხომ დადიხართ თმის შესაჭრელად და მოგწოთ, როცა გალამაზებენ, არა?”.
პიკე და მისი ბარათი
პეპ გვარდიოლამ კატეგორიულად უარყო, რომ ხერარდ პიკეს განზრახ ყვითლის მიღება დაგეგმილი არ იყო. პრეს-კონფერენციის დიდი ნაწილი ამ საკითხს დაეთმო. პეპს ჰკითხეს, იცოდა თუ არა პიკემ ახალი წესის შესახებ, რომლის მიხედვითაც განძრახ ყვითლის მიღება 2 მატჩიანი დისკვალიფიკაციით ისჯება: ”თუკი ხერარდმა ეს არ იცოდა, ახლა იცის. კომიტეტმა მისი გადაწყვეტილება გამოიტანა, თუკი დისკვალიფიკაცია რამდენიმე მატჩით გაგრძელდებოდა ჩვენ მას დავემორჩილებოდით. ის მოიხდის დისკალიფიკაციას და ვნახავთ, შეძლებს თუ არა ”ბატესთან” თამაშს”. მწვრთნელმა დაამატა: ”კომიტეტები ისე მოქმედებენ, როგორც წესია. თუკი მას 2 ან 3 მატჩით მოკვეთავდნენ ჩვენ მივიღებდით ამ გადაწყვეტილებას და პატივს ვცემდით. თუკი გადაწყვეტილება ძალიან არასამართლიანი იქნებოდა საქმეში კლუბის იურისტები ჩაერთვებოდნენ”.
იმის შესახებ, ითამაშებდა თუ არა ბუსკეტსი ”ლევანტეს” წინააღმდეგ პეპმა უპასუხა, რომ ძირითად შემადგენლობას იმის მიხედვით არ არჩევს, ემუქრება თუ არა რომელიმე ფეხბურთელს დისკვალიფიკაცია: ”ასე რომ ვიქცეოდე დანი ალვესს ”პლზენთან” არ ვათამაშებდი. თუკი ჩავთვლი, რომ ბუსკეტსმა უნდა ითამაშოს ის ითამაშებს. თუკი მან ”რაიოსთან” არ ითამაშა იმის შედეგია, რომ უკუთეს გადაწყვეტილებად კეიტას თამაში მეჩვენა, რომელიც საუკეთესო იყო ”მილანთან” მატჩში. ყველაზე მნიშვნელოვანი უახლოესი მატჩია”.
ბოლოს კი გვარდიოლამ განაცხადა, რომ ვარჯიშებზე არ იგეგმება, თუ ვინ უნდა მიიღოს ყვითელი ბარათი: ”ვარჯიშებს ასეთ თემებზე საუბრისთვის არ ვიყენებთ. ამაზე დროს არ ვკარგავთ. რომ მოვმზადებულიყავით ეს ასე არ მოხდებოდა”.
არ ფიქრობს ბიოგრაფიის დაწერაზე
გვარდიოლას ჰკითხეს, ფიქრობს თუ არა ბოგრაფიის დაწერაზე და აწუხებს თუ არა მას ის, რომ ბოლო დროს ბევრმა ფეხბურთელმა დაიწყო ბიოგრაფიების წერა: ”არა, არ ვფიქრობ, რომ დავწერ. თუმცა ეს საინტერესო იქნებოდა, ის ბევრ კითხვას გასცემდა პასუხს. ვფიქრობ, რომ წიგნებს ფეხბურთელები წერენ, ისინი და გამომცემლები”.



