მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სამორანო: “რეალთან” სანჩესი ძირითად შემადგენლობაში უნდა იყოს”

სამორანო: “რეალთან” სანჩესი ძირითად შემადგენლობაში უნდა იყოს”

ჩილეს ნაკრების და მადრიდის “რეალის” ყოფილმა ფეხბურთელმა ივან სამორანომ უყურა “ბარსელონას” თამაშს, რომელიც სამშაბათს გაიმართა და კატალონიელებმა “რაიო ვალიეკანო” 4:0 გაანადგურეს. სამორანო სასიამოვნოდ გაოგნებული იყო ალექსის სანჩესის გამოსვლით და მისი თქმით მას შესწევს იყოს გუნდის ერთ–ერთი ლიდერი. ასევე ჩილეელმა განაცხადა, რომ გვარდიოლამ აუცილებლად უნდა დააყენოს ყოფილი “უდინეზეს” ფეხბურთელი ძირითად შემადგენლობაში მადრიდის “რეალთან” დაპირისპირებაში.

 

“ვფიქრობ “სანტიაგო ბერნაბეუზე” ალექსისი ძირითად შემადგენლობაში დაიწყებს. ის თამაში, რაც მან ბოლო მატჩში აჩვენა, აძლევს მას ასეთი მაღალი დონის დაპირისპირებაში მონაწილეობის მიღებას. სანჩესმა საჭირო მომენტებში ძალიან მნიშვნელოვანი და კარგი გადაწყვეტილებები მიიღო და ეს მისთვის უდიდესი წინ გადადგმული ნაბიჯი იყო. მიუხედავად იმისა, რომ იგი ტოპ–კლასის ფეხბურთელების მხარდამხარ თამაშობს, მაინც შესწევს ძალა იყოს გუნდის ერთ–ერთი მთავარი ლიდერი.” –განაცხადა სამორანომ La Tercera–სთან ინტერვიუში.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში