სამუელ ეტო’ომ, როგორც კამერუნის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, მონაწილეობა მიიღო “უეფას” ხმის მიცემის პროცედურაში და “ოქროს ბურთისთვის” მებრძოლ ფეხბურთელთა სამეული დაასახელა. ყოფილმა “ბარსელონელმა” არჩევანი ყოფილ თანაგუნდელებზე გააკეთა. ეტო’ო მიიჩნევს, რომ გასული სეზონის შედეგების მიხედვით, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის წოდებას ლიონელ ანდრეს მესი იმსახურებს, ამიტომ მას 1 ადგილი მიანიჭა. მეორე ადგილზე კამერუნელმა ანდრეს ინიესტა დაასახელა, ხოლო მესამეზე ჩავი ერნანდესი.
ეტო’ოს შეკითხვა დაუსვეს კრიშტიანუ რონალდუზე, რაზეც მან ასეთი პასუხი გასცა: “კრიშტიანუ უდავოდ ძალიან კარგი ფეხბურთელია, მაგრამ ჩემი შეხედულებით ის შორსაა პირველი სამეულიდან. სავარაუდოდ მან მეოთხე ადგილისთვის უნდა იბრძოლოს.”
სამუელმა თავისი “ოცნების გუნდის” შემადგენლობაც გაამჟღავნა, რომელიც ასე გამოიყურება: ვალდესი, ჯერემი, პუიოლი, ლუსიო, ევრა, ჩავი, ინიესტა, მესი, ეტო’ო, დროგბა და რონალდინიო, მწვრთნელი კი ჟოზე მოურინიო.



