მას შემდეგ, რაც “ბარსელონამ” უმასპინძლა და გაანადგურა “რაიო ვალიეკანო” 4:0, მწვრთნელებმა კომენტარი გააკეთეს…
ხოსეპ გვარდიოლა: “მინდა მივულოცო მოწინააღმდეგე გუნდს ბრწყინვალე თამაში. “რაიომ” უამრავი პრობლემა შეგვიქმნა. მიუხედავად დიდი ანგარიშისა, გამარჯვების მოპოვება არ იყო იოლი. დარწმუნებული ვარ, რომ მადრიდელები შემდეგ წელსაც ლა ლიგაში იასპარეზებენ. კიდევ ერთხელ მსურს აღვნიშნო დავიდ ვილიას შთამბეჭდავი თამაში. ასტურიელი მუდამ მოძრაობაშია და ეძებს თავისუფალ ზონებს. ასეთი ფეხბურთელის გარეშე ძალიან გაუჭირდებოდა “ბარსელონას”.
ხოსე რაომ სანდოვალი:“ჩვენ ვალდებულები ვიყავით გავსულიყავით მოედანზე და მოსაგებად ყველაფერი გაგვეკეთებინა. სწორედ ამ შემართების წყალობით მოვახერხეთ სეგუნდა დივიზიონიდან პრიმერაში გადმოსვლა. ძალიან ვაფასებ ჩემს ფეხბურთელებს. ტორეადორის სიძლიერე მაშინ ვლინდება, როდესაც ხარი დასაგლეჯად უახლოვდება, თუმცა ჩემმა ბიჭებმა დღეს ამ ხარისგან თავის დახსნა ვერ შეძლეს”.