workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონა” – “რაიო ვალიეკანო”. ფეხბურთელები მატჩის შემდეგ

“ბარსელონა” – “რაიო ვალიეკანო”. ფეხბურთელები მატჩის შემდეგ

მოგეხსენებათ, გუშინ გაიმართა ლა ლიგის მატჩი “ბარსელონასა” და “რაიო ვალიეკანოს” შორის. კატალონიელები “თბილად” დახვდნენ მადრიდელებს და შინ ოთხი უპასუხო გოლით გაუშვეს. რამდენიმე ფეხბურთელმა და ანდონი სუბისარეტამ კომენტარი გააკეთეს მატჩის შემდეგ.

 

მასკერანო: “ჩვენ ვალდებულები ვიყავით მთელი კონცენტრაციით გვეთამაშა 90 წუთის განმავლობაში. ოპონენტები შესანიშნავ პრესინგს ახორციელებდნენ. პირველი ტაიმის მიწურულს კი ბრწყინვალედ ვიასპარეზეთ. გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგანაც წინა ტურში დავმარცხდით. ახლა ჯერი “ლევანტეზეა”, რომელიც აუცილებლად უნდა დავამარცხოთ”.

 

ვილია: “მთავარი ისაა, რომ გუნდმა გაიმარჯვა. შეიძლება ითქვას, რომ ძალიან არ დავღლილვართ და მშვიდად გავიმარჯვეთ. საშინაო შეხვედრებში შესანიშნავად გამოვიყურებით, რაც პირველ რიგში დაცვის დამსახურებაა. ახლა საჭიროა ყველაფერი იგივე შემართებით განვაგრძოთ”.

 

მოვილია: “ჩვენს გუნდს არაფერი აქვს დასაწუნი. 35-ე წუთამდე მშვენივრად ვთამაშობდით, თუმცა კატალონიელებს უმაღლესი დონის ფეხბურთელები ჰყავთ. ჩვენ ამავე ტემპში განვაგრძობთ თამაშს და იმედი მაქვს, მივაღწევთ სასურველ მიზანს. უბრალოდ, შეუძლებელია ასეთი მატჩის შემდეგ კმაყოფილი იყო”.

 

სუბისარეტა: “ასეთი სტუმრები მუდამ სახიფათონი არიან, ისინი ჩვენს ნახევარზე ახორციელებდნენ პრესინგს. უნდა ითქვას, რომ მადრიდელები პირველი ნახევარი საათი შესანიშნავად ასპარეზობდნენ. აღსანიშნავია, რომ პირველი ორი გოლის გატანის შემდეგ უამრავი თავისუფალი სივრცე შეექმნათ კატალონიელებს”.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward