მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
პეპი: “ჩვენი დავალებაა შობამდე პრიმერაში პირველი ადგილი დავიკავოთ”

პეპი: “ჩვენი დავალებაა შობამდე პრიმერაში პირველი ადგილი დავიკავოთ”

კატალონიის “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა, მზადაა თავისი გუნდი აიყვანოს პირველ პოზიციამდე მანამ, სანამ 3 კვირიანი შესვენება დაიწყება.

 

როგორც მოგეხსენებათ, “ბარსას” 12 ტურის შემდეგ 28 ქულა აქვს და მეორე ადგილზე იმყოფება. “ლურჯ–ბროწეულისფერები” პირველ საფეხურზე მყოფ მადრიდის “რეალს” 3 ქულით ჩამორჩებიან. პეპის თქმით, მისი მთავარი დავალებაა კლუბი გადაიყვანოს ჩემპიონატის სათავეში.

 

“რეალმა, ამ ბოლო დროს ბევრს მიაღწია. მადრიდელები აგრძელებენ შესანიშნავად გამოსვლას. ისინი ჩვენ 3 ქულით გვისწრებენ და ახლა პრაქტიკულად უკან დასახევი გზა აღარ გვაქვს. ამ 12 ტურში მნიშვნელოვანი ქულები დავკარგეთ, მაგრამ დაცემას აღარ ვაპირებთ. “ბარსელონას” მთავარი დავალებაა გადავიდეს პირველ ადგილზე შობამდე.” –ციტირებს გვარდიოლას სიტყვებს ყოველდღიური მადრიდული გამოცემა AS.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში