კატალონიის “ბარსელონას” ფეხბურთელმა სესკ ფაბრეგასმა, კიდევ ერთხელ ისაუბრა ესპანურ პრესასთან, თუ რატომ დატოვა ლონდონის “არსენალი” და მოირგო ლურჯ–ბროწეულისფერი მაისური. ესპანელმა ნახევარმცველმა ასევე ისიც თქვა, რომ ბევრმა ადამიანმა მას ვერ გაუგო და შეურაცხყო ამ გადაწყვეტილების გამო.
“როდესაც ეს გადაწყვეტილება მივიღე, ბევრმა გიჟი მიწოდა. ისინი ამბობდნენ, რომ მე ვიყავი “არსენალის” კაპიტანი, რაც სრული პირობა იყო ძირითად შემადგნელობაში ადგილისთვის, “ბარსელონაში” კი, არავინ არაფერს მპირდებოდა და გარანტიებს არ მაძლევდნენ. რა თქმა უნდა ამდენი წელი ლონდონში თამაშის შემდეგ, რთული იყო გადაწყვეტილების მიღება. ამის მიუხედავად, ხალხმა უნდა გამიგოს. ჩავიცვი ლურჯ–ბროწეულისფერი მაისური, რათა ამესრულებინა ოცნება და მეთამაშა ერთ გუნდში ლიონელ მესისთან, ანდრეს ინიესტასთან და ჩავი ერნანდესთან ერთად.” –განაცხადა ფაბრეგასმა.



