კატალონიის “ბარსელონას” ფეხბურთელი კარლეს პუიოლი, როგორც თავად აცხადებს, ჯერ საერთოდ არ ფიქრობს კარიერის დასრულებაზე. ესპანელი მცველის თქმით, ის მზადაა კიდევ ითამაშოს რვიდან ცხრა წლამდე და რაც ყველაზე მთავარია, მაღალ დონეზე.
“მე თავს შესანიშნავად ვგრძნობ. რვა თვე ტრავმების გამო გამიცდა, მაგრამ ახლა საერთოდ არ მაწუხებს ტკივილები და ძალიან კარგად ვარ. ადრე ვამბობდი, რომ კიდევ 4–5 წელი ვითამაშებდი ფეხბურთს, მაგრამ ახლა სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ შემიძლია 8–9 წლის შემდეგ დავასრულო კარიერა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თავს ბრწყინვალედ ვგრძნობ და ადამიანი პენსიონერი 65 წლის ასაკში ხდება და არა 40–ის.” –ციტირებს “ბარსელონას” კაპიტნის სიტყვებს ესპანური პრესა.
როგორც მოგეხსენებათ, პუიოლმა თავისი საფეხბურთო კარიერა “ბარსაში” დაიწყო და სავარაუდოდ, აქვეც დაამთავრებს.

