იტალიური “რომას” მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ, განაცხადა, რომ უდიდესი სიამოვნება მიიღო ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გამართული მატჩისგან, რომელშიც “მილანმა” უმასპინძლა კატალონიის “ბარსელონას”. შეგახსენებთ, რომ ლუის ენრიკე ერთ დროს “ლურჯ-ბროწეულისფერთა” კაპიტანი იყო. იტყობინება ესპანური პრესა.
ლუის ენრიკემ აღნიშნა, რომ კვლავ მიიღო ესტეტიკური სიამოვნება ამ მატჩზე: “ბარსელონამ” ჩვეულებრივად ითამაშა, თავის სტილში. ეს დაპირისპირება შედგა ორ უდიდეს გუნდს შორის. მე თვითონაც უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს “ლურჯ-ბროწეულისფერთა” თამაში და უნდა ვთქვა, რომ მხოლოდ მათ შეუძლიათ ასეთ სტილში თამაშების მოგება”. დაასრულა “ლუჩომ”.



