workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

check_circle დასრულდა
MATCHDAY
ლა ლიგა schedule 18:15

ვალენსია

ვალენსია ლოგო
0 - 5
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
იამალი 6'sports_soccer ფერმინი 22'sports_soccer რაფინია 50'sports_soccer პედრი 79'sports_soccer იამალი 84'sports_soccer
“მილანი”–”ბარსელონა”. ტექსტური ტრანსლაცია

“მილანი”–”ბარსელონა”. ტექსტური ტრანსლაცია

გუნდები გამოვიდნენ მოედანზე და მსაჯთან კაპიტნები, კლარენს ზედორფი და კარლეს პუიოლი მივიდნენ. მონეტის აგდების შემდეგ გაირკვა, რომ შეხვედრას “ბარსელონა” დაიწყებს.

 

1′ და დაიწყო ეს ძალიან საინტერესო მატჩი.

 

1′ “მილანი” აქტიურად შეუდგა საქმეს და პრესინგმა შედეგიც გამოიღო. მათ უკვე გაამწვავეს სიტუაცია ვალდესის კართან, თუმცა თავად ვიქტორმა განმუხტა სიტუაცია.

 

2′ პირველი კუთხური “მილანმა” მოაწოდა. მასპინძლებმა ბურთი გაათამაშეს, თუმცა მალევე დაკარგეს.

 

3′ მესიც კი საკუთარი გუნდის ნახევარზეა და ცდილობს ამოიტანოს ბურთი. იტალიელები ძალიან აქტიურად თამაშობენ.

 

5′ “ბარსელონას” პირველი შეტევგა, რომელიც ლეომ წამოიწყო და საბოლოოდ ვილას არაზუსტი დარტყმით დასრულდა.

 

10′ დაინიშნა ჯარიმა, რომელიც “მილანმა” შეასრულა და ბურთი საჯარიმოში იქნა ჩაწოდებული, რის შემდეგაც ვალდესმა ბოატენგს დაასწრო და დაეუფლა ბურთს.

 

14′  გოოოოოოოლ. გრძელი კომბინაციის შემდეგ, მესიმ ბრწყინვალე გადაცემა გაუკეთა კეიტამ, სეიდუმ კი საჯარიმოში ძალიან კარგად შეაგდო ბურთი და მცველებს ჩავი გაეპარათ, ამ უკანასკნელმა კი იბრძოლა, რამაც საბოლოოდ ანგარიშის გახსნა გამოიწვია. ვან ბომელმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა.

 

16′ ტიაგოს შესანიშნავ თამაშს და გადაცემას ფაბრეგასის ახლო მანძილიდან ძლიერი დარტყმული მოჰყვა, რომელიც აბიატიმ მოიგერია.

 

18′ იბრაჰიმოვიჩმა გაამწვავა სიტუაცია და შეაგდო ბურთი საჯარიმოში, შემდეგ ბოატენგმა ჩააბრუნა ბურთი საჯარიმოში და რობინიომ ორი–სამი მეტრიდან ააცილა.

 

20′  გოოოოოოლ. ზლატან იბრაჰიმოვიჩმა თავის ყოფილ გუნდს გაუტანა.

 

23′ “ბარსელონამ” კვლავ შეუტია და ამჯერად მესი დარჩა კარიდან 2–3 მეტრის მოშორებით, თუმცა აბიატიმ კიდევ ერთი ბრწყინვალე სეივი გააკეთა.

 

24′ ტიაგოს კიდევ ერთი მაღალი დონის პასი და ვილა ერთი–ერთზე გადიოდა მეკარესთან, მაგრამ აბიატი დროულად გაერკვა სიტუაციაში, დატოვა კარი და დაასწრო ესპანელ ფეხბურთელს.

 

24′  აკვილანი (“მილანი”) იღებს ყვითელ ბარათს.

 

28′ ჩავის გათამაშებული კომბინაცია ფაბრეგასთან და ერნანდესი საჯარიმოში წააქციეს. მსაჯი თერთმეტმეტრიანს ნიშნავს.

 

28′  ალესანდრო ნესტა (“მილანი”) იღებს ყვითელ ბარათს.

 

29′ მესი გამოექანა პენალტის დასარტყმელად, თუმცა დიდი პაუზა გააკეთა, რის გამოც მსაჯმა ხელმეორედ დარტყმა უბრძანა. ამისთვის ლეო გააფრთხილა კიდეც.

 

30′  ლიონელ მესი (“ბარსელონა”) იღებს ყვითელ ბარათს.

 

31′  გოოოოოოოლ. მესიმ მეორეჯერაც ზუსტად შეასრულა თერთმეტმეტრიანი ნიშნულიდან დარტყმული და კიდევ ერთხელ დააწინაურა თავისი გუნდი.

 

33′ “ბარსა” აგრძელებს შეტევას. ამჯერად ვილა დარჩა აბიატისთან ერთი–ერთზე და კიდევ ერთი ბრწყინვალებურთი მოიგერია “მილანელთა” კარის დარაჯმა.

 

34′  ვან ბომელი (“მილანი”) იღებს ყვითელ ბარათს.

 

37′ ამ დროისათვის ბურთის ფლობა 33%–67%–ია “ბარსელონას” სასარგებლოდ.

 

38′ რობინიომ ძალიან მახვილი კუთხიდან დაარტყა, მაგრამ ვალდესმა იხსნა თავისი გუნდი გაშვებული გოლისგან.

 

39′ მესის გარღვევა. არგენტინელმა სამ მცველს აუარა გვერდი და მისი დარტყმული კვლავ აბიატიმ შეაჩერა. ეს მეკარე, მიუხედავად უკვე გაშვებული ორი გოლისა, ძალიან მაღალ დონეზე ატარებს ამ შეხვედრას.

 

42′ რობინიომ კარგი გადაცემა მიიღო და უკვე კარში დარტყმას აპირებდა, რომ მაშერანომ შესანიშნავი ვარდნა განახორციელა და სუფთად გამოაცალა ბურთი საკუთარ საჯარიმოში მყოფ ბრაზილიელს.

 

42′ ძალიან სახიფათო ჯარიმა “ბარსას” კარის მიმართულებით. ზედორფი ბურთთან.

 

43′ ჰოლანდიელმა ჩაჰკიდა ბურთი საჯარიმოში, არეულობის შემდეგ ბოატენგს მიუვიდა და პრინცმა არაზუსტად დაარტყა.

 

44′ მსაჯმა ორი წუთი დაამატა ძირითად 45 წუთს.

 

45′ ამ ეპიზოდში უკვე ბოატენგმა ზედმიწევნით კარგად ითამაშა. აუარა გვერდი კარლეს პუიოლს და სტუმრების კაპიტანს ისღა დარჩენოდა დაერღვია თამაშის წესები.

 

45′  კარლეს პუიოლი (“ბარსელონა”) იღებს ყვითელ ბარათს.

 

45′ ჯარიმა კვლავ ზედორფმა შეასრულა და ჰოლანდიელის ჩაწოდების შემდეგ აირია სიტუაცია და საბოლოოდ გამოიტანეს ბურთი “ლურჯ–ბროწეულისფერებმა”.

 

45′ ძალიან გაიწელა დამატებითი დრო და კიდევ ერთი წესების დარღვევა. ამჯერად აბიდალმა იუხეშა.

 

45′  ერიკ აბიდალი (“ბარსელონა”) იღებს ყვითელ ბარათს.

 

45′ ზედორფმა უკვე მესამედ ჩაჰკიდა ბურთი საჯარიმოში ბოლო რამდენიმე წუთში და ვალდესმა კარგად ითამაშა გამოსვლაზე.

 

როგორც იქნა დასრულდა პირველი ნახევარი.

 

46′ დაიწყო მეორე ნახევარი.

 

46′    მასპინძლებმა ცვლილებით დაიწყეს. რობინიოს ნაცვლად პატო გამოჩნდა მოედანზე.

 

47′ ფაბრეგასი საჯარიმოს მისადგომებთან იქნა წაქცეული. ჯარიმა ჩავიმ შეასრულა, მაგრამ მის ჩაწუდებულს კატალონიელთა მხრიდან არავინ გამოეხმაურა.

 

50′ სესკის კიდევ ერთი აქტიური თამაში. მან შესანიშნავი გადაცემა გაუკეთა მესის, რომელიც პრაქტიკულად ერთი–ერთზე დარჩა მეკარესთან, მაგრამ არაზუსტი დარტყმა განახორციელა.

 

54′  გოოოოოოოლ. კევინ პრინც ბოატენგის საოცარი თამაში. მან რაღაც ბრწყინვალედ მოატყუა აბიდალი და შემდეგ ძლიერი დარტყმით შანსი არ დაუტოვა ვიქტორ ვალდესს. ანგარიში თანაბრდება.

 

57′ ვილამ მოინდომა თავადვე შესვლა “მილანელთა” საჯარიმოში, მაგრამ ბურთი დაკარგა. ესპანელი ნამდვილად ვერ თამაშობს დღევანდელ შეხვედრაში.

 

60′ ამ დროისათვის ბურთის ფლობა 34%–66%–ზეა, “ბარსას” სასარგებლოდ.

 

61′ აქ კი ვალდესი უშვებს სასაცილო შეცდომას და უმუშავებს კუთხურს მასპინძლებს.

 

62′ კუთხურიდან ჩაწოდებული ბურთი კაალონიელებმა გამოიტანეს და განიმუხტა სიტუაცია.

 

64′  გოოოოოოოოოოლ. ჩავი ერნანდესი. მესის ბრწყინვალე გადაცემა და მაესტრო ერთი–ერთზე რჩება აბიატისთან და მეკარეს უძლურს ტოვებს.

 

65′  ცვლილება მასპინძელთა რიგებში. ალესანდრო ნესტას ნაცვლად დანიელ ბონერა გამოჩნდა მინდორზე.

 

67′  ტიაგო იღებს ტრავმას. მას თავში მოხვდა მოწინააღმდეგის ფეხი.

 

69′  ცვლილება “ბარსელონას” შემადგენლობაში. დავიდ ვილას ნაცვლად მოედანზე ალექსის სანჩესი გამოვიდა.

 

70′ ოხოხოხოხოხოხ, როგორ ჩაერთო სანჩესი მატჩში! ტიაგომ ჩააწოდა ბურთი საჯარიმოში სტანდარტიდან და ამის შემდეგ ჩილელმა ფეხბურთელმა ზედიზედ სამჯერ დაარტყა “მილანის” კარში, პირველი აბიატიმ მოიგერია, მეორე მცდელობაზე პუიოლს გაარტყა, ხოლო მესამე უკვე ააცილა.

 

73′  სახიფათო ჯარიმის შემდეგ, ზედორფმა ბურთი საჯარიმოში ჩაშკიდა და იქ გამართული ბრძოლის შემდეგ, იბრაჰიმოვიჩის ფეხი კეიტას თავში მოხვდა, მაგრამ ყველაფერი კარგადაა.

 

75′  კიდევ ერთი შეცვლა. იტალიელებმა მარკ ვან ბომელის მაგივრად ანტონიო ნოჩერინო შეუშვეს მოედანზე.

 

77′ ჯანლუკა ძამბროტა დღეს ხშირად ერთვება შეტევაში. ახლაც მან ბოატენგის ჩაწოდების შემდეგ კარში დარტყმა განიზრახა, თუმცა არ გამოუვიდა.

 

80′  ცვლილება “ბარსას” შემადგენლობაში. სესკ ფაბრეგასის გადის და პედრო როდრიგესი შემოდის.

 

83′ “მილანის” სახიფათო შეტევა და პატო მზადაა გოლის გასატანად, მაგრამ მსაჯი თამაშგარე მდგომარეობას აფიქსირებს.

 

85′  ხავიერ მაშერანო (“ბარსელონა”) იღებს ყვითელ ბარათს.

 

87′ ნოჩერინოს “ბლუაგრანას” საჯარიმოში მიუგორდა ბურთი და მან უძლიერესი დარტყმა განახორციელა, რომელსაც თავგანწირვით გადაეფარა მაშერანო.

 

89′ ბოლო წუთებია და “მილანი” მთელი ძალებით უტევს. მასპინძლები ცდილობენ ქულა მაინც აიღონ.

 

90′ მსაჯმა 4 წუთი დაამატა ძირითად 90 წუთს.

 

90′  ცვლილება “ბარსელონას” რიგებში. ტიაგოს ნაცვლად ახალგაზრდა ჯონათან დოს სანტოსი შემოდის მოედანზე.

 

93′ მასპინძლები ერთ–ერთ ბოლო შეტევაზე გადადიან.

 

94′ იბრაჰიმოვიჩი არღვევს თამაშის წესებს მოწინააღმდეგის საჯარიმოში და ეს იყო დასასრული.

 

მსაჯმა მისცა ნიშანი და დასრულდა შეხვედრა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward