ესპანეთის ეროვნული ნაკრებისა და კატალონიის “ბარსელონას” ფეხბურთელი, კარლეს პუიოლი, მოუთმენლად ელის დაპირისპირებას თავის გუნდსა და იტალიურ “მილანს” შორის, რომელიც დღეს საღამოს გაიმართება “სან სიროზე”. მოუხედავად იმისა, რომ ფრე ურიგო შედეგი არ იქნება “ბარსასთვის”, კარლესი ამბობს, რომ: “ჩვენ აქ მოსაგებად ჩამოვედით”.
კარლეს პუიოლი არასდროს მალავდა ღრმა პატივისცემას “მილანისადმი”. დღეს მას კიდევ ერთხელ ექნება შესაძლებლობა ითამაშოს იმ გუნდის წინააღმდეგ, რომელსაც უწოდებს თავის “მეორე კლუბს“. კაპიტანმა განაცხადა: “ჩემი გული “ბარსელონას” ეკუთვნის… მე ყოველთვის საუკეთესოს ვუსურვებ “მილანს”, როდესაც მათ წინააღმდეგ ვთამაშობთ”.
ხუთვარსკვლავიანი მატჩი
“სან სიროზე” გასამართი მატჩის წინ კარლეს პუიოლმა განაცხადა, რომ თამაში “ბარსასა” და “მილანს” შორის “არის ერთ-ერთი საუკეთესო სანახაობა საფეხბურთო თვალსაზრისით”. მიუხედავად იმისა, რომ ფრეც დადებითი შედეგი იქნება “ბარსასთვის”, რადგანაც “ბატესთან” გამარჯვების შემთხვევაში “H” ჯგუფში პირველობას დაიმკვიდრებს, ფეხბურთელმა განაცხადა: “ჩვენი მიზანი აქ გამარჯვებაა. გვსურს თავაწეულებმა დავტოვოთ ნებისმიერი ის არენა, სადაც ვისაპარეზებთ. სწორედ ამის გაკეთებას ვაპირებთ. ფრე კარგი შედეგია, თუმცა ამისთვის არ მოვსულვართ”.
საშიშროება “მილანისგან”
“ბარსელონას” ღირსეულმა მცველმა შესანშნავად იცის, რომ რთულია ისეთი ვარკსვლავების შეჩერება, როგორებიც არიან პატო, რობინიო და ზლატანი. კითხვაზე, თუ როგორ აპირებს კაპიტანი “ბარსას” ყოფილი ფეხბურთელის შეჩერებას, უპასუხა, რომ ეს მატჩი მხოლოდ მათ შორის არ გაიმართება და “ლურჯ-ბროწეულისფერები” გუნდურად შეეცდებიან მილანელთა შეტევების ჩაშლას. პუიოლმა განაცხადა, რომ: “იბრაჰიმოვიჩის შეჩერება ურთულესი ამოცანაა, რადგანც ის დიდი და ძლიერია. მე ის უნდა ავიყვანო და მყარად ვიდგე მიწაზე. ზლატანის წინააღმდეგ თამაში ჩემთვის არ არის დამატებითი მოტივაცია. უბრალოდ იმის ცოდნა, რომ “მილანის” წინააღმდეგ თამაშობ, საკმარისია მთელი ძალა მოიკრიბო. დარწმუნებული ვარ, იბრაჰიმოვიჩი ამაყობს “ბარსაში” გატარებული დროით”.