მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
რაფინიამ კონტრაქტს ხელი მოაწერა

რაფინიამ კონტრაქტს ხელი მოაწერა

ტიაგო ალკანტარას ძმამ, რაფინიამ, რომელიც “ბარსა ბ”-ს შემადგენლობაში ირიცხება, კლუბთან კონტრაქტი 2014 წლამდე გაახანგრძლივა.

 

ცერემონიას ესწრებოდნენ “ბასელონას” ვიცე-პრეზიდენტი, ჟოზეპ მარია ბართომეუ და ფილიალის მმართველი ვარჯიშისა და ფეხბურთის დარგში, ხორდი მესტრე. 2012/13 სეზონისთვის რაფინიას გამომსასყიდ თანხად 12 მილიონი ევრო განისაზღვრა, 2013/14 სეზონში კი ის 30 მილიონი ევრო ეღირება.

 

თავად ფეხბურთელი ძალიან გახარებულია კონტრაქტის გახანგრძლივებით. მან საკუთარ “თვითერის” მომხმარებლებს ემოციები გაუზიარა და განაცხადა, რომ ეს არის ყველაზე ბედნიერი დღე მის ცხოვრებაში.

 

 

 

 

 

 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში