გასული კვირის შაბათს, კატალონიის “ბარსელონას” დუბლებმა კიდევ ერთი ლიგა ადელანტეს შეხვედრა გამართეს, სადაც ისინი “მურსიას” ესტუმრნენ და დამაჯერებლად, 2:0 დაამარცხეს. პირველი გოლის ავტორი მატჩის 65–ე წუთზე ჯერარდ დეულოფეუ გახდა, ხოლო შემდეგ, შეცვლაზე შემოსულმა ტელიომ 86–ე წუთზე საბოლოოდ გადაწყვიტა თამაშის ბედი.
ახალგაზრდა “ლურჯ–ბროწეულისფერებმა” ბოლო 6 მატჩიდან არც ერთი არ წააგეს და სეზონის ცუდი სტარტის შემდეგ, მდგომარეობა შედარებით გაიუმჯობესეს. 14 ტურის შემდეგ, ისინი 19 ქულით მე–12 ადგილს იკავებენ.
“ბარსა ბ”: ოიერ ოლასაბალი, მარტინ მონტოია, მარკ ბარტრა, მარკ მუნიესა, ჯონათან დოს სანტოსი, სერხი რობერტო, კრისტიან ლობატო, როდრი რიოსი (ტელიო, 60′), ჯონათან სორიანო (პლანასი, 89′), რაფინია, ჯერარდ დეულოფეუ (რივეროლა, 70′).
სათადარიგო: რუბენ მინიო, არმანდო ლოსანო, კარლეს პლანასი, კარლოს კარმონა, მარტინ რივეროლა, კიკო ფრემენია, კრისტიან ტელიო.
“მურსია”: ალბერტო, ხორხე, ოსკარ სანჩესი, მოლინელო, პედრო (ისააკი, 68′), ჩანდო, სუტილი, ამაია, იტურა, რიკი (ბორხა, 73′), კრისტიან გარსია (ემილიო, 55′).
გოლები: 1:0 დეულოფეუ, 65′; 2:0 ტელიო, 86′.