”ბარსელონას” მწვრთნელი ”ნოუ კამპზე” გატანილ 30 გოლში და საკუთარ კარში არცერთ გაშვებულ ბურთში მთავარ მოქმედ პირებად ფეხბურთელებს მიიჩნევს. ”სანაკრებო მათჩების შემდეგ ისინი დაბრუნდნენ ბარსელონაში და ირბინის ისე, როგორც არასდროს” – განაცხადა პეპმა.
სანაკრებო მატჩებით გამოწვეული პაუზის შემდეგ ”ბარსელონამ” ლა ლიგაში ”სარაგოსა” 4:0 გაანადგურა. ”ყოველთვის რთულია ითამაშო სანაკრებო მატჩების შემდეგ” – განაცხადა ჩავიმ, მაგრამ ”ბარსას” თამაში მართლაც მომხიბლავი იყო. ”სარაგოსას” დამარცხების შემდეგ ”ბარსას” მიმდინარე სეზონში ”ნოუ კამპზე” 30 გოლი აქვს გატანილი, ხოლო საკუთარ კარში ჯერ ბურთი არ აქვს გაშვებული. ხოსეპ გვარდიოლამ განაცხადა, რომ ამ მიღწევის მთავარი შემოქმედები ფეხბურთელები არიან. ”სანაკრებო მატჩების შემდეგ ისინი დაბრუნდნე და ირბინეს ისე, როგორც არასდროს. გაოგნებული ვარ მათი მონდომებით სანაკრებო პაუზის შემდეგ”.
მატჩის შემდეგ პრეს-კონფერენციაზე მთავარმა მწვრთნელმა საკუთარი ფეხბურთელების ასპარეზობა შეაფასა. პირველ რიგში მან ლეო მესიზე ისაუბრა: ”ის გუნდს უამრავ თვისებას მატებ ამ პოზიციაზე თამაშით. შევშინდი, როცა ფეხებში ძლიერი დარტყმა მიიღო, მაგრამ მითხრა, რომ კარგად იყო და მოედანზე მისი დატოვება გადავწყვიტე”.
სრული ნდობა გუნდს
მწვრთნელმა ასევე კიდევ ერთხელ გამოხატო ნდობა დავიდ ვილიას მიმართ და აღნიშნა მისი სათადარიგო სკამზე დატოვების მნიშვნელობა. ”როცა ვამბობ, რომ დავიდს ვენდობი ნიშნავს, რომ სიმართლეს ვამბობ. არ შემიძლია ყოველ ჯერზე ვაკეთო ახსნა-განმარტებები, როცა ის სათადარიგო სკამზე დარჩება”. გვარდიოლამ ჟურნალისტებს ასევე იმ წუთების რაოდენობა შეახსენა, რაც დავიდმა ესპანეთის ნაკრების ბოლო ორ თამაშში დაჰყო მოედანზე: ”ყველა ვერ ითამაშებს, მაგრამ მე ვენდობი მთელ გუნდს. მე ვიცი ჩემი ფეხბურთელები და ვიცი, რისი გაკეთება შეუძლიათ მათ”.
გვარდიოლას ასევე ძალიან გაუხარდა ”ნოუ კამპის” ოვაცია, როცა მოედანზე მე-7 ნომერი შევიდა: ”ეს ფანტასტიკური იყო. ”კამპ ნოუ” გულუხვია ყველა ფეხბურთელის მიმართ და ისინი დღეს გულუხვები იყვნენ დავიდ ვილიას მიმართ. ეს მე მის ნაცვლად მაბედნიერებს. ვილია ყოველთვის მომართულია გოლის გასატანად და დღეს მან ეს შეძლო”.
სესკ ფაბრეგასის მოედანზე შესრულებულ სამუშაოზე საუბრის შემდეგ გვარდიოლამ ცენტრალური დაცვის წყვილი შეაქო, ხერარდ პიკე და კარლეს პუიოლი. ბოლოს კი მან ალექსის სანჩესზე ისაუბრა: ”ის მართლაც კარგად ეწყობა გუნდს. ის მოედანს მიღმა 8 კვირა იყო. ეს ზაფხულის შესვენების ტოლფასია. ის ძალიან დიდ ხანს იყო მოედანს მიღმა, ფაქტიურად ის ახლა მოვიდა აქ. მას აქვს თვისებები, რომელც სხვა ფეხბურთელს არ გააჩნია. ის ძლიერია და ბურთს კარგად ატარებს. დროთა განმავლობაში ის უფრო ჰარმონიული გახდება მის გუნდთან”.

