გუშინ კატალონიის “ბარსელონამ” “სარაგოსა” 4:0 გაანადგურა და ეს გახლდათ ესპანეთის პრიმერა დივიზიონის ზედიზედ მე–10 შეხვედრა, სადაც “ლურჯ–ბროწეულისფერებმა საკუთარ მოედანზე გოლი არ გაუშვეს. ვიქტორ ვალდესი აგრძელებს თავისი გუნდის კარის დაცვას ბრწყინვალედ და ახალ–ახალ რეკორდებს ამყარებს.
ესპანელი გოლკიპერი გახდა პირველი, ვინც “ბლაუგრანას” ისტორიაში კარი მშრალად შეინახა ლა ლიგის ზედიზედ 10 საშინაო მატჩში “კამპ–ნოუზე. აქამდე რეკორდი ანდონი სუბისარეტას ეკუთვნოდა, რომელმაც 1986–87 წლების სეზონში საკუთარ მოედანზე ზედიზედ 9 შეხვედრაში არ გაუშვა გოლი.
ასეთი სერიის განხორციელება ესპანეთის ჩემპიონატის ისტორიაში მხოლოდ ორმა გუნდმა მოახერხა, “კორდობამ” (1964–65) და “ატლეტიკმა” (1970–71). ასე და ამგვარად, თუ ვალდესი პრიმერაში “კამპ–ნოუზე” 90 წუთს ითამაშებს გაშვებული გოლის გარეშე, მაშინ მისი სახელი კიდევ ერთხელ ჩაეწერება ფეხბურთის ისტორიაში.
