”ბარსელონას” მწვრთნელი, პეპ გვარდიოლა მიიჩნევს, რომ ლეო მესის შაბათს თამაში შეუძლია, მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტები ამ თემაზე ბევრს საუბრობდნენ.
პეპმა იხუმრა კიდეც იმ თემაზე, რომ მას ჟურნალისტებმა ხშირად დაუსვეს კითხვა, ითამაშებს თუ არა მესი ”სარაგოსასთან” ლა ლიგის შემდეგ ტურში, რადგან არგენტინელმა 90 წუთი ითამაშა კოლუმბიასთან.
”თქვენ გინდათ, რომ მესიმ არ ითამაშოს? მაშინ მითხარით ეს! რაშია პრობლემა? თქვენ დაინტერესებული ხართ იმით, რომ მან არ ითამაშოს? ნება დამრთეთ მე გადავწყვიტო ითამაშებს თუ არა ის. თუკი ის დაღლილი დაბრუნდა მხოლოდ იმის ბრალია, რომ 37 გრადუსში მოუწია თამაში” – განაცხადა კატალონიელთა მწვრთნელმა. ”მესის თამაში შეუძლია. მე გამაკვირვა იმან, თუ როგორი მოტივირებული დაბრუნდნენ ფეხბურთელები სანაკრებო მატჩების შემდეგ. ვნახოთ, როგორ შემადგენლობას გამოვიყვან, რადგან ჯერ კიდევ მაქვს ეჭვები იმასთან დაკავშირებით, თუ რომელი ფეხბურთელები გავლენ ”სარაგოსასთან” სათამაშოდ.
”ყველას მუდმივად სურს თამაში, არა მხოლოდ მესის. მას ძალიან მოსწონს თამაშში მონაწილეობა. მისი ცხოვრება ფეხბურთია. სხვა საკითხებში ის მშვიდია, რაც შეეხება მის ოჯახს და ახლობლებს. ფეხბურთი არის ის, რაც ავსებს მას. შევცვალო თუ არა ის ამამ მხოლოდ მე ვწყვეტ და ამის გაკეთებას გავაგრძელებ, რადგან მე ვიცნობ მას და ის მიცნობს მე. ვესაუბრე მესის და მან მითხრა, რომ თავს კარგად გრძნობს. ის ძალიან კარგ განწყობაზე დაბრუნდა. როცა ფეხბურთელები ბრუნდებიან ფრთხილად უნდა მოეკიდო მათ, რადგან იქ ისინი ძალიან რთულ პირობებში თამაშობენ” – აღნიშნა პეპმა.
სიტყვები მეტოქის შესახებ
ლა ლიგაში უახლოეს მეტოქეზე, ”სააგოსაზე” საუბრისას გვარდიოლამ შემდეგი მოსაზრება დააფიქსირა: ”მათ ძალიან კარგი მეკარე ჰყავთ და ფიზიკურად ძალიან განვითარებული გუნდია, ძალიან ძლიერი პოშტიგათი გუნდში. მათი მწვრთნელი დიდი გამოცდილების მქონეა და შესანიშნავად შეუძლია ფეხბურთელები მოტივირება. ”სარაგოსა” ყოველთვის ისეთი გუნდია, რომელიც ღირსეულ მეტოქედ უნდა მიიჩნიო. გასულ სეზონში მათთან გამარჯვება დიდი ძალების დახარჯვით შევძელით. ვეცდებით მათი თამაშის შესწავლას და მიხვედრას, თუ როგორც დავამარცხოთ ისინი”.
სამი მცველით თამაშის შესახებ მწვრთნელმა განაცხადა: ”ითამაშო 3 მცველით უკან ფსიგოლოიის საკითხი უფროა, თუკი ის არ გყოფნის ძალიან რთულია. ყველა სისტემა კარგია იმასთან დამოკიდებულებით, თუ როგორ თამაშობს მეტოქე. საჭიროა მეტოქის კარგად შესწავლა, რის შედეგადაც ხდება მოედანზე ფეხბურთელების განლაგება”.
იმ ფაქტზე, თუ კუენკა ”სარაგოსასთან” ძირითადში გამოვა მოედანზე იმაზე მეტ დროს გაატარებს, ვიდრე ”რეალის” ყველა დებიუტანტი კანტერანო ბოსმა განაცხადა: ”ეს ფაქტი ყურადღების ღირსია, მაგრამ ეს საბაბი არაა გამორიცხო, რომ ”რეალმა” არ იცის რას აკეთებს. მე იმ კლუბში არ ვიმყოფება და რაიმე აზრის გამოთქმა არ შემიძლია. ისინი მუდმივად კონკურენტუნარიანნი არიან და იქნებიან. ჩვენ აქ ასაკობრივი გუნდებიდან ამოგვყავს ფეხბურთელები, რადგან ისინი გვეხმარებიან და ჩვენ უფრო მოკლე სათადარიგო სკამი გვაქვს. მნიშვნელოვანია გუნდში ფეხის მოკიდება. ისააკი იყო და არის კარგ დონეზე და მან შეძლო ამის მიღწევა. ის ჩვენთან იქნება იმ დრომდე, სანამ სიტუაციაზე გადახედვის დრო არ მოვა”.
არ დაზოგავს ფეხბურთელებს
მწვრთნელმა განაცხადა, რომ ”სარაგოსასთან” მატჩში იმ შემადგენლობას დააყენებს, რომელიც მისი აზრით ამ მატჩის მოგებას შეძლებს. ის არ აპირებს ფეხბურთელების შენახვას ”მილანთან” გასამართი მატჩისთვის: ”თუკი ჩვენ ისევ დავკარგავთ ქულებს სხვაობის აღმოფხვრა ძალიან გართულდება. ჩვენ უკვე ვნახეთ, თუ როგორი ძლიერია ”რეალი” – განაცხადა პეპმა. პეპმა ასევე აღნიშნა, რომ ფსიქოლოგიური კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია კლასიკოს წინ მაქსიმალური ქულების აღება, რადგან პრესა კლასიკომდე რამდენიმე კვირით ადრე ძალიან დიდ ყურადღებას აქცევს ამ გუნდებს.
”რაც უფრო ადრე ვითამაშებთ ”რეალთან”, მით უკეთესია”
ასვე მწვრთნელმა კლასიკოს დანიშვნის დღის და საათის შესახებ ისაუბრა: ”რაც უფრო ადრე ვითამაშებთ, მით უკეთესია. ჩვენ იაპონიაში უდნა გავემგზავროთ. ასეთ შემთხვევაში იქ ადაპტაციისთვის დიდი დრო გვექნება. საბოლოოდ ჩვენ მაინც იმ დროს ვითამაშებთ, როცა გვეტყვიან”.
ესპანეთის ნაკრები
ვისენტე დელ ბოსკეს ახალ სქემაზე, სადაც მან სესკ ფაბრეგასი ”მატყუარა” ცხრიანის პოზიციაზე ათამაშა პეპმა განაცხადა: ”ჩვენ აქ იმისთვის არ ვართ, რომ დელ ბოსკეს ვასწავლოთ. მას დიდი გამოცდილება აქვს და ათასი სათამაშო სტილი აქვს ნანახი. მას გაუმართლა და ფეხბურთელებს უმაღლესი დონიდან ირჩევს, რათა ნებისმიერი სქემით ითამაშოს. მონდომება, რომელიც ფეხბურთელებმა კოსტა-რიკაში გამოიჩინეს აღფრთოვანებას იწვევს, რადგან ეს ამხანაგური მატჩი იყო, მაგრამ ნამდვილ დაპირისპირებად იქცა. მეორე ტაიმმა აჩვენა, თუ რას წარმოადგენს ესპანეთის ნაკრები და მათი მწვრთნელი”.
ტრავმირებულები და გამოჯანმრთელებულები
მწვრთნელმა ალექსის სანჩესის გამოჯანმრთელება გამოყო: ”ჩვენ გვსურს, რომ მან თავი კარგად იგრძნოს და გააგრძელოს ფორმის აკრეფა, რაც მას ახლა აკლია. შეტევით ფეხბურთელებს უჭირთ ”ბარსაში” მორგება. ის დინამიური ფეხბურთელია და უნდა ”დაიჭიროს” თამაშის სტილი. ის ძალიან კარგად აზროვნებს და აქვს თვისება, რომელიც სხვას არ აქვს”.
ასევე მან პედროზე ისაუბრა: ”მან ვარჯიში ჩვენთან ერთად ძალიან მაღალ დონეზე გამართა. ვნახოთ, როგორ იქნება ის ხვალ და შეძლებს თუ არა თამაშს. ვარჯიშზე ის ტკივილს არ გრძნობდა. ეს ტრავმა ჩვენ ძალიან კარგად მოვაგვარეთ”.
სიტუაცია აბიდალთან
ბოლოს გვარდიოლამ შეაქო აბიდალი და ისაუბრა მისი კონტრაქტის შესაძლო გახანგრძლივებაზე: ”ხალხს უყვარს აბიდალი., რადგან ხედავენ სიმართლეს მის სიტყვებში, მის მონდომებაში, მის სამუშაოში… ხალხს ის უყვარს. მან ცხოვრებაში ძალიან რთული ეპიზოდი გაიარა და ყველასთვის დიდებულ მაგალითად იქცა. სიტყვა ”დანებება” არ არსებობს. ის ბრწყინვალე ადამიანია. გუნდს ის სიგიჟემდე უყვარს. გავა დრო და ის ყველას ემახსოვრება. ჩემი სურვილი იცის კლუბმა და ფეხბურთელმაც. გაგრძელება უნდა მოხდეს იმის გათვალისწინებით, თუ რას თვლის საჭიროდ ფეხბურთელი, რა შეუძლია მას და არა იმის მიხედვით, თუ რა გააკეთა მან. აბიდალი ძალიან ძლიერი ფეხბურთელია, ის ფიზიკურად შეუჩერებელია. იმედი მაქვს, რომ ის გაახანგრძლივებს კონტრაქტს. ჩვენი წარმომადგენლები თვლიან, რომ ის აუცილებლად უნდა დარჩეს. ჩემი სურვილია, რომ მან ჩვენთან ერთად გააგრძელოს თამაში. ყველაფრისთვის საჭიროა დრო”.



