კლუბის პრეზიდენტმა, სანდრო როსელმა ინტერვიუ ტელეარხს, ”Al Jazeera”-ს მისცა, სადაც მან ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა ”ბარსელონასთან” დაკავშირებით.
გვარდიოლას კონტრაქტი
სანდრო როსელმა დაგვარწმუნა, რომ კლუბის ხელმძღვანელობა ნებისმიერ დროს მზადაა მწვრთნელს ახალი ხელშეკრულება შესთავაზოს: ”მან შესანიშნავად იცის, რომ ჩვენ ნებისმიერ დროს მზად ვართ მასთან ერთიდან ოთხ წლამდე ხანგრძლივობის კონტრაქტი გავაფორმოთ. 1+1, 1+2… როგორც ის მოისურვებს. ჩვენ მზად ვართ ხელშეკრულება ახლავე გავამზადოთ, რათა გვარდიოლამ თავი ბედნიერად და დარწმუნებულად იგრძნოს”. როსელი განცვიფრებული დარჩა, როდესაც ”Al Jazeera Qatar”-ის ჟურნალისტმა მას გვარდიოლას ამპარტავნობაზე ჰკითხა: ”გვარდიოლა ქედმაღალი არ არის. ის გამოკვეთილი მაგალითია ჩვენი ფასეულობების. ის წყნარი, მშვიდი და შრომისმოყვარე ადამიანია. როცა მატჩის შემდეგ თვითმფრინავში ვსხედვართ ის უკვე მომავალ მატჩზე ფიქრობს. ის ძალიან ბევრს მუშაობს”.
ბეილის შეძენა
საუბარი კლუბის სატრანსფერო პოლიტიკასაც შეეხო: ”დაინტერესებული ვართ თუ არა ჩვენ ბეილით? მე არ ვიცი. რომც მცოდნოდა არ ვიტყოდი, რადგან ასეთ შემთხვევაში მისი ფასი გაიზრდება. მე მასში 40 მილიონ ევროს არ გადავიხდი. თუკი ჩვენი სამწვრთნელო შტაბი მის ყიდვას გვთოხვს 40 მილიონს არ გადავიხდით”.
კლუბის მმართველობა
”არიან ადამიანიანები, რომლებსაც ჩვენს კლუბში არეულობა სურთ. ზოგიერთებს ეს სპორტული წარმატებისთვის სურთ. სხვები პოლიტიკური მოტივებით მოქმედებენ და კლუბის მენეჯმენტის განვითარება სურთ ამ გზით. ყველაფერ ამას კი წუთში იტაცებენ ჟურნალისტები. ამ შემთხვევაში თვალები უნდა დახუჭო, თორემ გაგიჟდები”.
ეტო’ო და იბრაჰიმოვიჩი
სანდრო როსელმა უარყო ის ხმები, რომ ”ბარსელონას” სამუელ ეტო’ოს დაბრუნება სურს: ”მას შემდეგ, რაც კლუბს ვხელმძღვანელობ ეს საკითხი არ განხილულა. რა იყო ადრე მე არ ვიცი. ჩვენ მივხვდით, რომ იბრაჰიმოვიჩი ვერ მოერგებოდა ჩვენს სათამაშო სქემას, ამიტომაც დავიწყეთ მოლაპარაკებები ”მილანთან”. მე არ ვცდილობდი მის დატოვებას. ვმოქმედებდი ისე, როგორც სამწვრთნელო შტაბი მთხოვდა. ის არ ჯდებოდა სქემაში, ამიტომაც დაიწყო მოლაპარაკებები. ჩვენ საუკეთესო ვარიანტს ვეძებდით, ამიტომაც ის ”მილანში” აღმოჩნდა”.
გზავნილი ”რეალს”
”რეალთან” მეტოქეობა გახდა საუბრის მთავარი თემა. გადაცემის წამყვანმა შორეულ წარსულში, 11:1 დასრულებული შეხვედრა გაიხსენა: ”იმ დროს მე დაბადებული არ ვიყავი. ისტორია ამბობს, რომ ამ მატჩის ცალსახად განხილვა არ შეიძლება. ის, რაც მოხდა არასამართლიანი იყო და ახლა ეს ისტორიის ნაწილია”. შემდეგ როსელმა ”რეალთან” ჯანსაღი ურთიერთობის განვითარებაზე ისაუბრა: ”ჩვენ ყოველთვის ვცდილობდით მოედნის გარეთ კარგი ურთიერთობა გვქონოდა. ამ მხრივ ორივე კლუბმა უნდა იმუშაოს. ჩვენი მხრიდან არასდროს იქნება პასიურობა და უმოქმედობა”.
მარკეტინგული ომი
როსელს კომენტარის გაკეთება სთხოვეს იმ ფაქტზე, რომ ”რეალმა” ახალი, გაუმჯობესებული 2 წლიანი ხელშეკრულება გააფორმა ადიდასთან: ”ამ საკითხზე შეკითხვა მაშინ დაგვისვით, როცა ”NIKE”-თან გვექნება მოლაპარაკებები. როცა მოვა დრო მოსალაპარაკებლად ჩვენ ვეცდებით მოვახერხოთ პირობების გაუმჯობესება”. როსელმა უარყო ის, რომ ”რეალის” მარკეტინგული სამსახური ”ბარსას” წინმ უსწრებს: ”ჩვენი მაისური მსოფლიო სპორტის ისტორიაში ყველაზე გაყიდვადია. ნამდვილი სიამოვნებაა, როცა ყატარის ქუჩებში დადიხარ და ხალხს ”ბარსას” მაისურებში ხედავ. განსაკუთრებით ბევრია ბავშვი, რომლებსაც სურთ გახდნენ მესი, ჩავი და ინიესტა. ჩვენ გვსურს ვიქცეთ მსოფლიოს ბავშვების კლუბად”.
”ნოუ კამპის” მომავალი
”ეს სტადიონი ჩვენი სახლია და სანამ მე პრეზიდენტი ვიქნები ჩვენ არსად წავალთ. ახლა ჩვენ ვმუშაობთ სტადიონის გარშემო ტერიტორიის განვითარებაზე და ”Espai Barça”-ს პროექტის განახლებაზე. ”ნოუ კამპი” ახლა 54 წლისაა და რეკონსტრუქციას საჭიროებს. ჩვენ ვგეგმავთ სტადიონზე 5 ათასიდან 10 ათასამდე ადგილის დამატებას. ახლა ზუსტად არ ვიცი, რამდენად შესაძლებელია ეს”.
მატჩების დაწყების დრო
”მე კვალავ წინააღდმეგი ვარ მატჩების შუადღით დაწყების, მიუხედავად იმისა, რომ აზიურ ბაზარზე დიდი აუდიტორიაა. ჩვენ გადაწყვეტილებას ტრადიციებიდან გამომდინარე მივიღებთ. ჩვენ კლუბის 180 000 მფლობელი გვყავს და თუ ჩვენ მუდმივად ღამით ვთამაშობდით, მაშინ ახლაც ასე გავაგრძელებთ. ამიტომაც ”რეალთან” ჩვენ 10 საათზე ვითამაშებთ”.
პრიმერას 16 გუნდამდე შემცირება
”ეს ძალიან კარგი იქნება, რადგან კონკურენცია გაიზრდება. ჩვენ ასევე გვსურს ჩემპიონთა ლიგაზე გავზარდოთ ესპანური კლუბების რაოდენობა, მაგრამ ამისთვის უნდა შემცირდეს გუნდების რაოდენობა პრიმერა დივიზიონში”.


