მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
პელე: “მესი კლუბში და ნაკრებში – ორი განსხვავებული მოთამაშე”

პელე: “მესი კლუბში და ნაკრებში – ორი განსხვავებული მოთამაშე”

“ფეხბურთის მეფემ”, პელემ, განაცხადა, რომ ლიონელ მესიმ და უეინ რუნიმ საკუთარი სიძლიერე საერთაშორისო დონეზე უნდა დაამტკიცონ. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება მათი შედარება მსოფლიო კლასის ფეხბურთელებთან.

 

“მე რუნის პირადი გულშემატკივარი ვარ. მისი მთავარი ძალა გულშია – მუდამ ბოლომდე იბრძვის გუნდისთვის, მაგრამ ღირს უეინის ჩემთან შედარება? მე უამრავი გოლი გავიტანე და ნამდვილად არ ვიცი შეძლებს თუ არა იგივეს რუნი”. განაცხადა პელემ.

 

“ჩემი აზრით, დიდებული ფეხბურთელი გამოვლინდება მხოლოდ მსოფლიო ჩემპიონატებზე. დააკვირდით მესის: ის ბრწყინვალეა “ბარსელონაში”, ხოლო ეროვნულ გუნდში სულ სხვა ფეხბურთელია. შევადაროთ იგი ზინედინ ზიდანს, მსოფლიოს 1998 წლის ჩემპიონს, რომელიც 15 წელი იმყოფებოდა მსოფლიო ფეხბურთის ელიტაში. ჩვენ მივხვდებით, რომ ფრანგი ბევრად სრულყოფილი ფეხბურთელი იყო, ვიდრე ლიონელი”.

 

ბრაზილიელმა ასევე ისაუბრა კიდევ ერთ არგენტინელზე, დიეგო არმანდო მარადონაზე: “მე არ ვთვლი მას იმ ეპოქის საუკეთესო ფეხბურთელად, რომელშიც თამაშობდა. დიეგო მხოლოდ 1 ფეხით თამაშობდა და მეორე სართულზე ორთაბრძოლებშიც იჯაბნებოდა. იმ ეპოქაში იოჰან კრუიფი ბევრად მრავალფეროვანი და ძლიერი ფეხბურთელი იყო, ვიდრე მარადონა”. დაასრულა პელემ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში