workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ახალგაზრდა ესპანელებმა გაილაღეს, საქართველო კი კვლავ განადგურდა (დაემატა ვიდეო)

ახალგაზრდა ესპანელებმა გაილაღეს, საქართველო კი კვლავ განადგურდა (დაემატა ვიდეო)

 

ორი დღის წინ გაიმართა ევროპის 2013 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩები. როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრები სწორედ ესპანეთთან ერთად მოხვდა ჯგუფში. დიახ, იმ ესპანეთთან, სადაც “ბარსელონას” 6 ფეხბურთელი გამოდის: ტიაგო, კუენკა, პლანასი, ბარტრა, მუნიესა და მონტოია.

 

გასულ ტურში საქართველო შვეიცარიას ესტუმრა და ერთ–ერთი ლიდერის, გიორგი ჭანტურიას გარეშე კიდევ ერთი სამარცხვინო მარცხი იწვნია: 5:0. რაც შეეხება ესპანეთს, “ფურია როხამ” ესტონეთს უმასპინძლა და მშვიდად, ჩვეულ სტილში მეტოქე დაჯაბნა. საბოლოო ანგარიში 6:0 დაფიქსირდა. “ბარსელონას” ვერცერთმა ფეხბურთელმა ვერ გამოიჩინა თავი გოლით, მაგრამ ისინი ერთი მოტორივით იყვნენ და ლიდერობდნენ გუნდს. ტიაგო შეიძლება დირიჟორადაც ჩავთვალოთ. იგი ზუსტად იგივე დავალებას ასრულებდა, რასაც ჩავი “ბარსაში” და ნაკრებში. მან ერთხელ თავადვეც გადაწყვიტა მეტოქის კარის აღება, თუმცა ბურთი ძელს მოხვდა. ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ მარტინ მონტოიამ საგოლე პასის გაკეთება მოახერხა.

 

შემდეგ შეხვედრას ესპანეთის 21 წლამდელთა ნაკრები ზეგ გამართავს. “წითელი ხარები” შვეიცარიას დაუხვდებიან და თუკი მოიგებენ, უკვე პრაქტიკულად გაინაღდებენ ევროპის ჩემპიონატის საგზურს.

 

ახლა კი ვიდეო, სადაც ნაჩვენებია ტიაგოს “დირიჟორობა” გუშინწინდელ შეხვედრაში.

 

 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში