დავიდ ლეგერკრანცმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩის თანაავტორმა წიგნისა ფეხბურთელის ავტობიოგრაგიაზე, განაცხადა, რომ შვედ ფორვარდს კატალონიის “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა, ამცირებდა და ცუდად ეპყრობოდა.
“გვარდიოლა იბრაჰიმოვიჩს ცუდად ექცეოდა, როდესაც ის “ბარსელონაში” თამაშობდა. იგი მშიშარა იყო. ზლატანს ისეთ დავალებებს აძლევდა, რაც მისი შესასრულებელი არ იყო. ხოსეპი ემალებოდა შვედს, ცდილობდა მასთან არ დაემყარებინა კონტაქტი. მან არ იცის ძლიერ ფეხბურთელებთან როგორ უნდა მოპყრობა. მას თავისი თავი უნდოდა წარმოეჩინა მეფედ, ამიტომ სურდა იბრას განადგურება. მოთამაშეც, თავის მხრივ, დაბნეულად და დაჩაგრულად გრძნობდა თავს და მთელი ღამეების მანძილზე ფიქრობდა, თუ როდის და სად დაუშვა შეცდომა. ასევე საინტერესოა ისიც, რომ როდესაც მესიმ მოინდომა პოციზიის შეცვლა და ცენტრალურ თავდამსხმელად თამაში, ზლატანმა გვარდიოლას პრეტენზიით მიმართა, ხოლო მწვრთნელისგან არავითარი პასუხი არ მიიღო და ამიტომ ხშირად უწევდა სათადარიგოთა სკამზე ჯდომა. არა, აქ ლეო არაფერ შუაშია. ჩემს მეგობარს არგენიტნელთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა და უხარია მისნაირ ფეხბურთელთან მხარდამხარ რომ მოუწია მოღვაწეობა.” –ამბობს ლეგერკრანცი.

