მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
კაპელო: “რეალმა” ისწავლა “ბარსელონასთან” თამაში”

კაპელო: “რეალმა” ისწავლა “ბარსელონასთან” თამაში”

ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ფაბიო კაპელო, აცხადებს, რომ მადრიდის “რეალმა” როგორც იქნა ისწავლა კატალონიის “ბარსელონასთან” თამაში. იტალიელი სპეციალისტის აზრით, ეს მოხდა “ჩემპიონთა ლიგის” ორ მატჩიანი დაპირისპირების შემდეგ, კერძოდ კი მაშინ, როცა მსაჯმა მოედნიდან “ბლანკოსის” მცველი, პეპე გააძევა.

 

“ჟოზე მოურინიომ “ბარსელონას” წინააღმდეგ სხვანაირად დაიწყო თამაში. სამეფო კლუბის ტაქტიკაში ცვლილება მას შემდეგ მოხდა, რაც “ჩემპიონთა ლიგის” 1/2 ფინალის პირველ შეხვედრაში, “ბერნაბეუზე”, მსაჯმა პეპე გააგდო მოედნიდან. პორტუგალიელის გაძევებამდე, “თეთრები” კონტრშეტევებზე აკეთებდნენ აქცენტს, ხოლო როდესაც 10 კაცით დარჩნენ, მაშინ შეტევაზე გადაერთვნენ და მიხვდნენ, რომ ეს არის ერთადერთი გზა, რომლითაც შეიძლება “ლურჯ–ბროწეულისფერებისთვის” წინააღმდეგობის გაწევა. ამის შემდეგ “რეალი” ყოველთვის შემტევ ფეხბურთს აჩვენებს და შედეგიც სახეზეა.” –ციტირებს კაპელოს სიტყვებს ესპანური პრესა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში