workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონა მხოლოდ იუვენტუსს ჩამორჩება

ბარსელონა მხოლოდ იუვენტუსს ჩამორჩება

ესპანეთის ჩემპიონატის 29-ე ტურში “რაიოსთან” გამართული შეხვედრის (1-0) შემდეგ “ბარსელონას” შთამბეჭდავ სერიას კიდევ ერთი მატჩი შეემატა.

ჰანსი ფლიკის გუნდმა ლა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში 15 საშინაო თამაში ჩაატარა და ყველა მათგანი მოიგო. Opta-ს ცნობით, ტოპ 5 ლიგაში 21-ე საუკუნეში აქამდე მხოლოდ ერთხელ მომხდარა, რომ სეზონის სტარტიდან მოყოლებული გუნდს შიდა ჩემპიონატის ამდენი საშინაო თამაში მოეგოს. 2013/14 წლების სეზონში ტურინის “იუვენტუსმა” სერია A-ში ცხრამეტიდან ყველა საშინაო შეხვედრაში იმარჯვა. ეს ის ისტორიული სეზონია, როდესაც “იუვემ” ჩემპიონატში 102 ქულის დაგროვება მოახერხა.

ლა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში “ბარსელონას” შემდეგი საშინაო თამაშები დარჩა: “ესპანიოლი”, “სელტა”, “რეალ მადრიდი”, “ბეტისი”.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (3)

  • პენდრაგონი
    პენდრაგონი ვეტერანი
    schedule 23 მარ 2026, 15:14
    #3

    გავიმეოტრბთ იუვეს შედეგს

  • nika 54
    schedule 23 მარ 2026, 13:35
    #2

    რაიცი იქნებ მოიგოს ყველა დარჩენილი, თუ მძინარეები არ გამოვლენ ისევ მოედანზე როგორც გუშინ. და იქნებ ის 100 ქულიანი შედეგიც გავაუმჯობესოთ. სირცხვილია ევროპაში მარტო იუვენტუსი გვჯობდეს. ისე ლეოს 901-ე გოლსაც გილოცავთ.

  • Rick Sanchez
    schedule 23 მარ 2026, 12:32
    #1

    ოთხივე თუ მოიგეს გაიმეორებენ იუვეს რეკორდს, წელს მაგრად თამაშობენ კამპ ნოუზე.