ელ კლასიკოს ზუსტი დრო ცნობილია

ელ კლასიკოს ზუსტი დრო ცნობილია

“ბარსელონასა” და “რეალ მადრიდს” ლა ლიგაში გასამართი მატჩის ზუსტი დრო ცნობილია.

ლა ლიგის “ელ კლასიკო” გაიმართება კვირას, 10 მაისს, თბილისის დოით 23:00 საათზე. 

მადრიდელები სტუმრად ჩავლენ ბარსელონაში და ეს იქნება მათი პირველი მატჩი განახლებულ “სპოტიფაი კამპ ნოუზე”. შეხვედრა, დიდი ალბათობით, გადამწყვეტ გავლენას მოახდენს ჩემპიონობის ბედზე, რადგან მატჩის შემდეგ გუნდებს მხოლოდ 9 ქულის მოპოვების შანსი დარჩებათ.

ამავე დროს, ეს შეხვედრა შეიძლება სეზონის “კლასიკოების” ბალანსიც განსაზღვროს – იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე გუნდი მოიგებს.

სეზონის პირველ შეხვედრაში, რომელიც მადრიდში გაიმართა, მასპინძელმა გუნდმა 2-1 იმარჯვა, ხოლო მეორე დაპირისპირება “ბარსელონას” გამარჯვებით დასრულდა – კატალონიელებმა სუპერთასის ფინალში 3-2 მოიგეს.

ახლა კი ყველაფერი 10 მაისს გადაწყდება – “კლასიკო”, რომელიც შეიძლება პირდაპირ ჩემპიონს განსაზღვრავდეს.

two_wheeler

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია arrow_forward

forum კომენტარები (3)

  • პენდრაგონი
    schedule 23 მარ 2026, 15:13

    მარტივად გადავუვლით

  • nika 54
    schedule 23 მარ 2026, 13:42

    რა თქმა უნდა კლასიკოში მოგებით გავჩემპიონდებით, რაც არა ერთხელ მომხდარა.

  • Rick Sanchez
    schedule 23 მარ 2026, 12:30

    აუცილებლად მოსაგები კლასიკოა და მჯერა, ფლიკი მოიგებს. მომენატრა დიდი სხვაობით მოგებული კლასიკოები, იმედია ეს ის დღე იქნება.