ინიგო პერესი: ბარსელონაში მოგება სასწაული არ იქნება

ინიგო პერესი: ბარსელონაში მოგება სასწაული არ იქნება

“რაიო ვალიეკანოს” მთავარმა მწვრთნელმა, ინიგო პერესმა, “ბარსელონასთან” ხვალ გასამართი მატჩის წინ პრესკონფერენციაზე თავისი გუნდის გეგმებსა და შანსებზე ისაუბრა.

ესპანელმა სპეციალისტმა აღნიშნა, რომ კატალონიურ გრანდთან გამარჯვება შეუძლებელი არ არის და მას “სასწაულად” არ განიხილავს.

ამ კვირას უნდა მივუახლოვდეთ სრულყოფილებას და იმავდროულად უნდა ვიმედოვნოთ, რომ ისინი საუკეთესო ფორმაში არ იქნებიან. ასევე, თავიდან უნდა ამოვიგდოთ აზრი, რომ დასაკარგი არაფერი გვაქვს. 

მისივე თქმით, “ბარსელონაში” გამარჯვება არ არის სასწაული, არამედ გუნდის შრომის შედეგი უნდა იყოს:

ბარსელონაში მოგება სასწაული არ არის – გამარჯვება არის მიზანი, რომელიც გუნდის შრომის ნაყოფია. 

პერესმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ასეთი დონის მეტოქის დამარცხებისთვის თითქმის იდეალური თამაშია საჭირო, თუმცა მის გუნდს სჯერა საკუთარი შესაძლებლობების და მზად არის კონკურენციისთვის.

2021-2023 წლებში “რაიო ვალიეკანოს” “ბარსელონასთან” გამართულ 4 თამაშში 3 მოგება და 1 ფრე ჰქონდა, მაგრამ მას შემდეგ ჩატარებულ 5 შეხვედრაში მადრიდელები მოგების გარეშე არიან. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ლა ლიგის მიმდინარე გათამაშების პირველ წრეში ინიგო პერესმა ჰანსი ფლიკის გუნდს სერიოზული პრობლემები შეუქმნა და ქულებიც დააკარგვინა.

“სპოტიფაი კამპ ნოუზე” დაბრუნების შემდეგ “ბარსელონამ” 13 საშინაო თამაში ჩაატარა, ყველა მათგანი მოიგო და მხოლოდ ორში გაიტანა სამზე ნაკლები გოლი. ბოლო ორ საშინაო შეხვედრაში ჰანსი ფლიკის გუნდმა მეტოქეთა კარი 12-ჯერ აიღო, თუმცა თავადაც 4 გაუშვა.

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი

კომენტარები (9)

  • პენდრაგონი
    პენდრაგონი ვეტერანი
    22 მარ 2026, 14:46

    იმ დღის დდშვც რაიო რომ სრულყოფილებას მიუახლოვდება

  • nika 54
    22 მარ 2026, 13:14

    ციტატა: Barca
    ბაიერნის ასეთ მაგარ ფორმას ყურადღებას არავინ რატო არ აქცევს? ჩემპიონთა ლიგის ფავორიტები არიან. არ ვიცი ბაიერნთან ერთად ვინ შეიძლება იყოს ასეთი ფავორიტი


    ჯერჯერობით რეალმა უფრო უნდა იდარდოს ეგ ამბავი. აი ფინალში თუ გავედით მერე მაგრა მოუწევს ფლიკს დაძაბვა. შარშან ხო იხმარა ესე იგი აქვს რაღაც შპარგალკები.

  • rivaldo80
    22 მარ 2026, 02:24

    კაი მწვრთნელია ეს აქვს მომავალი

  • Rick Sanchez
    21 მარ 2026, 23:44

    რაიო იმენა ტრაკში ტკივილია

  • MESSI 2017
    21 მარ 2026, 23:35

    ასე ლაპრაკის მერე უფრო ენძრევათ უმეტეს წილათ 😀

    ციტატა: Barca
    ბაიერნის ასეთ მაგარ ფორმას ყურადღებას არავინ რატო არ აქცევს? ჩემპიონთა ლიგის ფავორიტები არიან. არ ვიცი ბაიერნთან ერთად ვინ შეიძლება იყოს ასეთი ფავორიტი


    რა არა ინ აქცევს ტიპები გიჟები არიან ბარსას მერე ყველაზე სანახაობრივ ფეხბურთს თამაშობენ მითუმეტეს მიუსიალა ახლა შედის ფორმაში მარა რეალთან რას იზამენ იმის მიხედვით უნდ აგადაწყდე სბევრჯერ ყოიფლან ასეთ ფორმაში მარა ხან მსაჯი აგდებს ლიგიდან ხან ულრაიხი გამოსირდება და ყვეკა დარტყმულს გაუშვებს ხან ნოიერი გამოსირდება და კარიერაში რომ 100 დან 99ს აიღებდა ისეთ ბურთს გაუშვებს ხან დამატებიგ დროში გადასყავან ბურთს გაიტანენ და დასირებულ მსაჯს დაავიტწდება რკმ ვარი არის და არა საჭირო ბოლო შეტევა დროზე ადრე დაასროლო არარებული თამაშგარის გამო

  • NN
    21 მარ 2026, 23:01

    ბევრი მინახავს ამ დუხით მაგრამ თამაშის მერე ჩაჯ…ლი

  • dshvelidze
    21 მარ 2026, 22:36

    შე საწყალო

  • კულე1899
    21 მარ 2026, 20:05

    კი კი ყვე…რო😁😁😁😁

  • Barca
    21 მარ 2026, 19:48

    ბაიერნის ასეთ მაგარ ფორმას ყურადღებას არავინ რატო არ აქცევს? ჩემპიონთა ლიგის ფავორიტები არიან. არ ვიცი ბაიერნთან ერთად ვინ შეიძლება იყოს ასეთი ფავორიტი