მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ერიქსენი “ბარსელონაში” თამაშზე ოცნებობს

ერიქსენი “ბარსელონაში” თამაშზე ოცნებობს

ჰოლანდიური “აიაქსის” ფეხბურთელი კრისტიან ერიქსენი, რომლის შესანიშნავ თამაშზე უკვე მთელი მსოფლიო ლაპარაკობს, როგორც თავად თქვა კატალონიის “ბარსელონაში” თამაშზე ოცნებობს. ამის მიუხედავად, ნახევარმცველმა ასევე თქვა, რომ თუ არ დატოვებს ამსტერდამულ კლუბს, იგი მაინც დიდ წარმატებას მიაღწევს.

 

“ვფიქრობ, რომ ფეხბურთელთა უმეტესობა “ბარსელონაში” თამაშზე ოცნებობს. კატალონიელთა სტილი ჩემთვის ზედგამოჭრილია. დიდი სიამოვნებით ჩავიცვამდი ლურჯ–ბროწეულისფერ მაისურს და გავიდოდი “კამპ ნოუზე” ამ გუნდის გულშემატკივრების გასახარებლად. თუკი არსად წავალ, ვფიქრობ “აიაქსში” მაინც ბევრს მივაღწევ. ყველაფერს დრო გვიჩვენებს. არავინ იცის რა მოხდება მომავალში. ახლა ამსტერდამში გამოვდივარ და აუცილებელია ბოლომდე დავიხარჯო კლუბისთვის.” –ციტირებს ერიქსენის სიტყვებს ჰოლანდიური პრესა.

 

შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა ვარსკვლავით უკვე დაინტერესებულია ლონდონის “ჩელსი”. ასევე მან მიუნხენის “ბაიერნის” ხელმძღვანელობის ყურადღებაც მიიქცია.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში