კატალონიის “ბარსელონას” ფეხბურთელმა სეიდუ კეიტამ, განაცხადა, რომ ჯერ ზუსტად არ იცის რას იზამს მომავალში. როგორც მოგეხსენებათ, მალელი ნახევარმცველით დაინტერესდა მერსესაიდული “ლივერპული”. ინგლისელები ძალიან აქტიურობენ და სურთ შავკანიანი მოთამაშის შეძენა.
“ლივერპული” შესანიშნავი გუნდია და ჩემთვის სასიხარულოა ისინი ჩემით რომ დაინტერესდნენ. ამის მიუხედავად, კარგად იცით როგორ მიყვარს “ბარსელონა” და არ მინდა აქედან წასვლა. კლუბთან კონტრაქტი 2014 წლამდე გამაჩნია, მაგრამ არავინ იცის რა მოხდება ზაფხულში. ამიტომ წინასწარ არაფრის თქმა არ ივარგებს. ისე კი, ყველა ფეხბურთელისთვის დიდი გამოწვევაა ინგლისის “პრემიერ–ლიგაში” თამაში. არ მინდა “ბარსას” დატოვება და მინდა მოედანზე უფრო დიდიხანი გავატარო ხოლმე.” –ციტირებს კეიტას სიტყვებს ბრიტანული გამოცემა Sky Sports.
როგორც სეიდუს კომენტარიდან გაიგეთ, მას “ბლაუგრანასთან” კონტრაქტი 2014 წელს ეწურება, თუმცა მანამდე რა მოხდება არავინ იცის.



