ბარსელონამ ხულიან ალვარესისთვის მაქსიმალური თანხა განსაზღვრა

ბარსელონამ ხულიან ალვარესისთვის მაქსიმალური თანხა განსაზღვრა

კატალონიური გრანდი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისთვის ერთ-ერთ მთავარ სამიზნედ კვლავ არგენტინელ თავდამსხმელს, ხულიან ალვარესს განიხილავს.

Mundo Deportivo-ს ინფორმაციის მიხედვით, “ბარსელონამ” ფეხბურთელის შესაძლო ტრანსფერისთვის მაქსიმალური თანხა უკვე განსაზღვრა. კლუბი მზადაა, ალვარესში 100 მილიონ ევრომდე გადაიხადოს, ამ თანხაში კი ბონუსებიც შედის.

წყაროს ცნობით, კატალონიელებმა ზუსტად განსაზღვრეს ფინანსური ზღვარი, რომლის გადაჭარბებასაც არ აპირებენ. სწორედ ამ ფარგლებში შეეცდება კლუბი მოლაპარაკებების წარმოებას, თუ ფეხბურთელის ტრანსფერის რეალური შანსი გაჩნდება.

ხულიან ალვარესი ბოლო წლებში ევროპის ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად თავდამსხმელად ჩამოყალიბდა და მის მიმართ ინტერესს არაერთი ტოპ-კლუბი იჩენს.

“ბარსელონაში” მიაჩნიათ, რომ არგენტინელი ფორვარდი გუნდს შეტევაში დამატებით ხარისხს შესძენს და მომავალ პროექტში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (15)

  • PET27REE
    schedule 12 მარ 2026, 23:45

    ციტატა: Just_Barca_Lover
    სად გვაქვს მაგდენი… ან ატლეტიკო გამოუშვებს მაგას 100 მილიონად? 65 მილიონის ზემოთ მეძვირება ალვარესი, ეს სეზონი ჩავარდნა აქვს და არ ვიცით როგორ ითამაშებს ჩვენთან. არც ის ოსიმენი მომწონს თავისი ხასიათის გამო, უფრო ძვირიც დაჯდება. მიქაუტაძეს ვისურვებდი ბარსაში თუ უფრო მოუმატებს მაგრამ სამწუხაროდ ახლა არ არის ბარსას დონის და მაგას ვერ ვანდობთ ძირითადის სტრაიკერობას. აი ის ბიჭი სიტიში რო თამაშობს მარმუში რაღაც ძაან მომწონს და გამიხარდება თუ მაგას დავითრევთ ან თუ საშველი არაა მოსინჯოს ჰანსი ძიამ ცრუ ცხრიანით თამაში და ვინმე შეწიოს.


    მიქაუტაძე გამოკვეთილი ფორვარდია და ძალიან ტექნიკური ფეხბურთელია,იაფია და ბარსელონას სტილში ძალიან კარგად ჩაჯდება.ალვარესს რაც შეეხება ეგ არაა სუფთა ფორვარდი,უფრო ცრუ ცხრიანი არის და არასტაბილურია.

  • me da barca
    schedule 12 მარ 2026, 17:55

    ამას სულ მინიმუმ 150 დაადებს ის ჟმოტი სერესო და თან არც გამოუშვებს, კომკურენტ გუნდში. ატლედან მოყვანილმა რომელმა გაამართლა, მე ვერ ვიხსენებ. სიმეონე ისე აპროგრამებს, რომ მისი გადაკეთება შეუძლებელია. გავკარი ყველას, მოგვცა ახლა 25 წლის სუარესი. მასეთი ცხრიანი მე ბევრი არ მახსოვს.

  • nika 54
    schedule 12 მარ 2026, 16:54

    არ გამოდგება ეს ფორვარდად, ძალიან სუსტია. ლეოს სიმაღლეა ყველა შეჯახებაზე მცველებთან წაიქცევა.

  • Don_Andresito
    schedule 12 მარ 2026, 15:53

    ატლეტიკომ იყიდა 100 ად და ისევ მაგდენში გაყიდის? თან კონკურენტში? გამორიცხეთ

  • Nikabedinadze
    schedule 12 მარ 2026, 14:19

    ჩემი აზრით მაგდენიც არ ღირს

  • Barca1980
    schedule 12 მარ 2026, 14:07

    ალვარესი კი არა მიქაუტაძეს მიაქციეთ ყურადღება. ვილიარეალში იტანს სადაც პასის გაკეთება სიკვდილივით ეჯავრებათ, ბარსელონაში იფრენს დარწმუნებულკ ვარ. მაგ ბიჭმა დაამტკიცა რომ თამაში ყველა გუნდში შეუძლია.

  • Just_Barca_Lover
    schedule 12 მარ 2026, 13:52

    სად გვაქვს მაგდენი… ან ატლეტიკო გამოუშვებს მაგას 100 მილიონად? 65 მილიონის ზემოთ მეძვირება ალვარესი, ეს სეზონი ჩავარდნა აქვს და არ ვიცით როგორ ითამაშებს ჩვენთან. არც ის ოსიმენი მომწონს თავისი ხასიათის გამო, უფრო ძვირიც დაჯდება. მიქაუტაძეს ვისურვებდი ბარსაში თუ უფრო მოუმატებს მაგრამ სამწუხაროდ ახლა არ არის ბარსას დონის და მაგას ვერ ვანდობთ ძირითადის სტრაიკერობას. აი ის ბიჭი სიტიში რო თამაშობს მარმუში რაღაც ძაან მომწონს და გამიხარდება თუ მაგას დავითრევთ ან თუ საშველი არაა მოსინჯოს ჰანსი ძიამ ცრუ ცხრიანით თამაში და ვინმე შეწიოს.

  • ChuxrELia
    schedule 12 მარ 2026, 13:21

    გალამ ოსიმენი იყიდა 75 მილიონ ევროდ შარშან, პლიუს ხელფასი გადაუხადა და 100 მილიონზე ნაკლებად არ გაყიდის, შანსი არაა და რატომღაც ოსიმენი უფრო მგონია ხასიათის იგროკი და შესაძლო ამრევი, ვიდრე ეს. ფლიკი ამისგან სერიოზულ ნამდვილ ცხრიანს დააყენებს და ბევრად ადვილად მოერგება გუნდს, ვიდრე ოსი. ჯერ მარტო არგენტინელობის გამო ბევრად უფრო ადვილი იქნება ალვარესის ადაპტაცია გუნდში, პლიუს ლალიგაში გამოცდილება და თავისდროზე კიდევ პრემიერ ლიგაში. მძიმე ხალხია ნიგერიელები, ყველგან ჩანს ეგ და ნაპოლიში და მერე გალაში ნათამაშები, სულ დაძაბული ოსიმენი რაღაც არ მგონია კარგი ვარიანტი ბარსასთვის, თორე არ ვამბობ რომ ცუდი იგროკია ოსი.

  • GiorgiM4
    schedule 12 მარ 2026, 13:05

    ოსიმენი ჯობია, ჯერ ერთი იმიტომ რომ სუფთა ცხრიანია რაც ბარსას უფრო მეტად სჭირდება ახლა, და მერე მეორე წესით გალადან უფრო ადვილი უნდა იყოს ფეხბურთელის მოყვანა

  • rivaldo80
    schedule 12 მარ 2026, 13:01

    100 არ გამოუშვებენ და მაინც დიდი რისკია ალვარესში მაგხელა თანხის გადახდა სტაბილურობა და ზოგადად ხასიათების იგროკი მგონია.

  • პენდრაგონი
    პენდრაგონი ვეტერანი
    schedule 12 მარ 2026, 12:49

    უმაგრესი იქნება ამის მოსვლა

  • Frenkie de Jong_
    schedule 12 მარ 2026, 12:37

    არ გამოუშვებენ ამას ატლეტიკო

    მარმუშიც მიდის სეზონის ბოლოს სიტიდან და იქნებ პატარა ხელფასს დათანხმდეს. მაგარი იქნება ბარსაში

  • Rick Sanchez
    schedule 12 მარ 2026, 12:23

    ოსიმენა ჯობია, უფრო იაფად გამოვალთ.

  • ☠️•Spooky•☠️
    schedule 12 მარ 2026, 12:12

    არ ღირს 100-ზე მეტი ეს ბიჭი. ოსიმენი მირჩევნია მარა თუ ვერ გამოვიდა იყოს ეს,სხვა ვარიანტები არცაა…დიდი თამაშების და ტურნირების იგროკი კი არის,იღბლიანიცაა და აქ იმდენი მომენტი ექნება შეასრულებს. პროსტა ეგაა რო ნომინალური 9 არაა…

  • ჰანს ფლიკი
    schedule 12 მარ 2026, 11:55

    ას მილიონად არ გამოუშვებს ბარსაში ნაჯახები ხულიანს.მაქსიმუმ 120 მილიონს დაადებენ