ლაპორტა და ფონტი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ – საპრეზიდენტო კანდიდატების დებატი

ლაპორტა და ფონტი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ – საპრეზიდენტო კანდიდატების დებატი

“ბარსელონას” საპრეზიდენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე კანდიდატებს, ჟოან ლაპორტასა და ვიქტორ ფონტს შორის პირველი ოფიციალური დებატი გაიმართა. დისკუსია საკმაოდ დაძაბული აღმოჩნდა და კანდიდატებმა ერთმანეთის მიმართ არაერთი მწვავე განცხადება გააკეთეს.

დებატზე მთავარი თემები კლუბის სპორტული პროექტი, ყოფილი მთავარი მწვრთნელის ჩავი ერნანდესის კომენტარები, ლიონელ მესის გარშემო არსებული დავა და კლუბის მართვის მოდელი იყო. ორივე კანდიდატმა საკუთარი ხედვა წარმოადგინა, თუმცა შეხვედრის დიდი ნაწილი ურთიერთბრალდებებს დაეთმო.

ლაპორტამ დებატზე ხაზგასმით დაიცვა თავისი სპორტული პროექტი და განაცხადა, რომ კლუბი სწორ გზაზე დგას:

“ბარსა” გრძნობაზეა დაფუძნებული – ასეთი კლუბის კომპიუტერიდან მართვა შეუძლებელია.

მან ასევე გააკრიტიკა ფონტის იდეები კლუბის სპორტული სტრუქტურის შეცვლის შესახებ და აღნიშნა, რომ ეს შეიძლება საფრთხედ იქცეს გუნდის მიმდინარე პროექტისთვის:

თუ ფლიკის პროექტს დეკუს გარეშე დააყენებთ რისკის ქვეშ, იმ პროექტს გაანადგურებთ, რომელიც დღეს იმედს გვაძლევს.

თავის მხრივ, ფონტმა მოქმედი პრეზიდენტი არაერთ საკითხში დაადანაშაულა და თქვა, რომ კლუბს ახალი მმართველობის მოდელი სჭირდება:

“ბარსას” არ სჭირდება მხსნელები, “ბარსას” სჭირდება პროექტები.

ფონტმა ასევე გააკრიტიკა ლაპორტას წარსული გადაწყვეტილებები, განსაკუთრებით მესის საკითხთან დაკავშირებით:

კლუბი ერთ ადამიანს არ ეკუთვნის. “ბარსელონა” 150 ათასზე მეტი წევრისა და მილიონობით გულშემატკივრის საკუთრებაა.

ლაპორტამ საპასუხოდ ოპონენტს სიცრუეში დასდო ბრალი და განაცხადა:

პირველ რიგში, ვინც იტყუება – შენ ხარ. შენ წლების განმავლობაში სისტემატურად იტყუები.

დებატზე ასევე გაიხსენეს ჰანსი ფლიკის პროექტი, კლუბის სპორტული დირექტორის დეკუს როლი და ის, თუ როგორ უნდა განვითარდეს გუნდი მომდევნო წლებში. ლაპორტა არსებული სტრუქტურის შენარჩუნებას ემხრობა, ხოლო ფონტი უფრო პროფესიონალურ და მრავალფუნქციურ მენეჯმენტურ მოდელს სთავაზობს კლუბს.

საპრეზიდენტო არჩევნები 15 მარტს გაიმართება.

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (10)

  • PUIOL5
    11 მარ 2026, 08:57

    ავტორ შენ არ გეკადრება ასეთი სტატია.

  • Rick Sanchez
    10 მარ 2026, 23:15

    ალემანის გაშვებას ვერ ვპატიობ ლაპორტას. დალშე კარგად მართავს კლუბს.

  • me da barca
    10 მარ 2026, 23:05

    ბარსა ვიღაცამ დაწყევლა, არ გეღირსოს ნორმალური პრეზიდენტიო და აჰა ვიმკით დღემდე.

  • shu1987
    10 მარ 2026, 20:48

    მესმის რომ მესიმდეც იყო ბარსა და მე პირადად მესიმდეც ვგულშემატკივრობდი მესისთან ერთადაც და მას შემდეგაც მარა მესი რომ არა ბარსა არ იქნებოდა იმ სიმაღლეზე სადაცაა, მესიზე როგორ შეიძლება თქვა ვერ ჩაჯდება სქემაში ან არუნდა დაბრუნდეს ან რავიცი კიდე ათასი უაზრობა მესი ნებისმიერ სიტუაციაში მესი იქნება გენიოსი და არაამქვეყნიური, ბარსას ისტორია ხოა ხოდა მაგ ისტორიის ნახევარი მინიმუმ მესია ასე რომ დაფიქრდით და ლაპორტას .ოზ დედას .ესცა რივალდომ მესის მოტყუებისთვისაც და მერე მატყუარას სხვას რომ უწოდებს და თვითონ ტყუილების ბოჩკაა.ფორტი მინიმუმ ლაპორტაზე მეტს ვერაფერს გააფუჭებს მჯერა ძაან დონე მმართველობის სისტემას შექმნის.

  • nika 54
    10 მარ 2026, 20:42

    ხანდახან მგონია, რომ ფლიკს ნამდვილი სპორტული დირექტორი არ ყოლია არასდროს, რახან ასე გააფთრებით იცავს დეკუს. ლაპორტაც კარგად სარგებლობს ამ ფაქტით და ფლიკით აშკარად მანიპულირებს.

  • vereli
    10 მარ 2026, 19:09

    ვინც მესით სპეკულირებს ის არ უნდა გააკარო ბარსას, და არ მგონია მესიც დაბრუნდეს ეხლა, ფლიკის სქემაშიც ვერ ჩაჯდება და ყველა დიდი ფეხბურთელი კარიერას ლამაზად ამთავრებს და მესიც ასე მგონია იზავს, რონალდინიომ მესის დაუთმო ადგილი და ნომერი ღირსეულად და მესიც არ მგონია ეხლა ლამალა გადაუდგეს

  • La Pulga10
    10 მარ 2026, 15:06

    ორი *ლე.

  • Visca-barca
    10 მარ 2026, 14:37

    არვიცი რამოხდება ორივე მაგარი .ირია მაგრამ ამ მომენტში ჯობია ლაპორტამ მოიგოს სხვა გზა არაა არცერთის არმჯერა

  • suxaaa
    10 მარ 2026, 14:34

    ორივე მაგარი სირები ხართ მარა იმ კატალონიელ ნათელაშვილს მაინც ლაპორტა მირჩევნია თანაც ბევრად