ჟოან გარსიას სეივი იანვრის თვის საუკეთესოდ დასახელდა

ჟოან გარსიას სეივი იანვრის თვის საუკეთესოდ დასახელდა

ესპანურმა ლა ლიგამ “ბარსელონას” მეკარის ჟოან გარსიას ბრწყინვალე სეივი, რომელიც მან კატალონიურ დერბიში, “ესპანიოლთან” დაპირისპირებაში (0-2), შეასრულა, იანვრის თვის საუკეთესოდ დაასახელა.

პრიმერა დივიზიონის მე-18 ტურში “ესპანიოლთან” სტუმრად გარსიამ შესანიშნავი მატჩი ჩაატარა, თამაშის 39-ე წუთზე კი პერე მილიას რთული დარტყმა მოიგერია, რითიც ის თვის საუკეთესო სეივის ჯილდოს გამარჯვებული გახდა.

“ბარსაში” გადმოსვლის შემდეგ ჟოან გარსიამ ლა ლიგის თვის საუკეთესო სეივის ჯილდო უკვე მეორედ მოიგო.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (7)

  • nika 54
    schedule 29 იან 2026, 02:33

    ციტატა: me da barca
    ამის ასაკში კუტუა დირკა იყო ამასთან შედარებით. მესიმ ორჯერ გადირკა ჩელსის კარში, რომ იდგა. მე არ მახსოვს ასეთი ძლიერი მეკარე ბარსაში თუ თამაშობდა. პასებშიც შეცდომას არ უშვებს შტეგენისგან განსხვავებით. რამდენჯერ მიქარა ვინ იცის და შიშით აღარ ვიყავი როცა პასს აძლევდა.


    ატლეტიკოშიც მაგრა დირკავდა. ორმეტრიან კაცს თავზე უგდებდა.

  • me da barca
    schedule 28 იან 2026, 22:46

    ამის ასაკში კუტუა დირკა იყო ამასთან შედარებით. მესიმ ორჯერ გადირკა ჩელსის კარში, რომ იდგა. მე არ მახსოვს ასეთი ძლიერი მეკარე ბარსაში თუ თამაშობდა. პასებშიც შეცდომას არ უშვებს შტეგენისგან განსხვავებით. რამდენჯერ მიქარა ვინ იცის და შიშით აღარ ვიყავი როცა პასს აძლევდა.

  • პენდრაგონი
    პენდრაგონიshield ვეტერანი
    schedule 28 იან 2026, 20:32

    უმაგრესი მეკარე გვყვავს

  • Rick Sanchez
    schedule 28 იან 2026, 20:12

    Nadiria

  • C.PC5
    schedule 28 იან 2026, 14:29

    აქამდე რაც ითამაშა იდეალურად ერგება გუნდის ფილოსოფიას, კარის ხაზზე კი ვხედავთ რა მხეციც არის, უფრო ფეხით თამაშია ხოლმე ბარსაში მეკარის არჩევის მთავარი კრიტერიუმი და მანდაც ძალიან დამაჯერებელია, შტეგენიც კარგი იყო ფეხით თამაშში მაგრამ ბოლოს მანდაც აურია, გარსია კიდევ ძალიან დამაჯერებელია, პასების სიზუსტითაც და დროული მოქმედებითაც, ბოლო თამაშებში კი თითქოს უფრო რისკავდა რომ ფორვარდებს უფრო ახლოს მისვლას აცდიდა და მერე გაუშვებდა ბურთს წინ, თუმცა სიტუაციას აკონტროლებს ყველა მომენტში და არასდროს არაა გამოთიშული თამაშიდან რაც ძალიან მომწონს. აქედანვე შემიძლია ბოლო წლების მინიმუმ ერთ-ერთი საუკეთესო ტრანსფერი ვუწოდო თუ რათქმაუნდა ასე გააგრძელებს მომავალ წლებშიც

  • nika 54
    schedule 28 იან 2026, 14:22

    რეალის ფანებისთვის მაინც კურტუაა მეფე.

  • Flying Dutchman
    schedule 28 იან 2026, 12:17

    უდიდესი პოტენციალი აქვს გახდეს კურტუასნაირი დომინანტი მეკარე თავის თაობაში მომდევნო დეკადის მანძილზე. მომენტებში შეცდომების დროს გამოცდილების არქონა ეტყობა ხოლმე.