“სლავიასა” და “ბარსელონას” შორის მიმდინარე მატჩის პირველი ტაიმი ფრედ 2-2 დასრულდა. “ბლაუგრანას” მხრიდან თავი ორივე შემთხვევაში ფერმინ ლოპესმა გამოიჩინა.
განსაკუთრებით ლამაზი გამოვიდა ფერმინის მეორე გოლი. ესპანელმა ნახევარმცველმა თამაშის 42-ე წუთზე “სლავიას” კარი საჯარიმოს გარედან ბრწყინვალე დარტყმით აიღო.
არის ასეთი გამოთქმა: თამაში არ წაუვიდაო. როგორც გეხბურთელზე ისე გუნდზეც ვრცელდება ეს გამოთქმა.
მაგალითად გუშინ ბარდაგჯის(ასე იკითხება თურმე მის მშობლიურ ენაზე) არ გამოუვიდა თამაში, იამალს რეალთან კატასტროფა ქონდა პირველ კლასიკოზე წელს, მესისაც ქონია ასეთი თამაშები. გინდაც ატლეტიკთან სუპერთასის ფინალში, როცა გამწარებულმა რო არაფერი გამოდიოდა, ის წვეროსანი ვილლარიაბლე რო "გალახა" უკნიდან და წითელიც მიართვეს. ხდება გუნდს არ მისდის თამაში ან თამაში მისდის და გოლი არ ჩანს. ასე რომ ერთ ჩაგდებულ თამაშზე კაცი არ უნდა ჩამოვწეროთ. ისე გუშინ კუნდეს რო ფეხები ქონდა ერთმანეთში არეული ხო კარგად გამოჩნდა, პასებს 5 მეტრშიც ვერ აკეთებდა პირველ ტაიმში.
ძალიან მაგარი ბიჭია
უმაგრესი ბიჭია, მაგრამ გრანდებთანაც ასე უნდა ითამაშოს.