დღის მთავარი მატჩი

error დღეს თამაშია!
MATCHDAY
გამპერის თასი schedule 22:00

ბარსელონა

ბარსელონა ლოგო
--:--
ალ აჰლი ლოგო

ალ აჰლი

arrow_forward მატჩ-ცენტრი
მარკ-ანდრე ტერ შტეგენის გამოსამშვიდობებელი წერილი

მარკ-ანდრე ტერ შტეგენის გამოსამშვიდობებელი წერილი

“ბარსელონას” გერმანელმა მეკარემ, მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა “ჟირონაში” იჯარით გადასვლის შემდეგ Instagram-ზე გამოსამშვიდობებელი წერილი გამოაქვეყნა, რომლიდანაც ირკვევა, რომ ის მომდევნო სეზონში კვლავ “ბლაუგრანას” მაისურით თამაშის იმედს არ კარგავს.

დღეს ამ სეზონში ჩემი ბოლო დღეა ჩემს თანაგუნდელებთან და “ბარსელონას” სტაფთან ერთად და ეს დღე შერეული გრძნობებით გამოირჩევა.

ახლა ჩემ თავში უამრავი ემოცია და მოგონება ირევა. ბოლო თითქმის 12 წლის განმავლობაში ეს კლუბი ჩემი სახლი იყო. ადგილი, სადაც გავიზარდე როგორც ფეხბურთელი და როგორც პიროვნება და სადაც დაუვიწყარი წუთები განვიცადე.

ძალიან ამაყი და მადლობელი ვარ. მიყვარს ეს კლუბი და ეს ქალაქი. ისინი მიტოვებენ გრძნობებს, რომლებსაც ვერაფერი გადაფარავს. მთელი ამ წლების განმავლობაში თქვენი მხარდაჭერა დაუჯერებელი იყო და ამის გამო მადლობას მთელი გულით გიხდით.

თანაგუნდელებს: მადლობა ყველაფრისთვის, რაც ამ წლების განმავლობაში გადავიტანეთ, ყოველი გატარებული დღისთვის, მხიარულებისთვის, ბრძოლებისა და ერთმანეთის პატივისცემისთვის. ამას არასდროს დავივიწყებ. ამ გუნდის კაპიტნის სამკლავურის ტარებით ამაყი ვიყავი.

ახლა ჩემი მოგზაურობა სხვაგან გრძელდება. ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ და იმედი მაქვს, კიდევ ბევრ ტიტულს მოიგებთ.

მალე შევხვდებით 💙❤️

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე ექსკლუზიური წვდომა, რეკლამების გარეშე საიტი და სხვა პრივილეგიები.

გაიგე მეტი arrow_forward

forum კომენტარები (5)

  • პენდრაგონი
    პენდრაგონიshield ვეტერანი
    schedule 22 იან 2026, 08:55

    რაც არ უნდა იყოს, კლუბის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე იყო

  • Rick Sanchez
    schedule 21 იან 2026, 18:54

    ციტატა: shu1987
    წადი წარმატებები ყველა ბედნიერია , რაშფორდზე რომ ნერვიულობს ბევრი დიდი არაფრის მაქნისი ეგ არაა ნეტა მართალი იყოს და მოგვაშოროს პსჟემ, ალვარესზე დაიწყეს ჩალიჩიო და იმედია მართალია ერთი საყრდენი და ცაცია ნორმალური მცველი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია თუ გვინდა რამე მოვიგოთ.


    რაფინიას ტრავმის დროს რაშფორდი საუკეთესო ფეხბურთელი იყო შეტევაში😃

  • shu1987
    schedule 21 იან 2026, 12:04

    წადი წარმატებები ყველა ბედნიერია , რაშფორდზე რომ ნერვიულობს ბევრი დიდი არაფრის მაქნისი ეგ არაა ნეტა მართალი იყოს და მოგვაშოროს პსჟემ, ალვარესზე დაიწყეს ჩალიჩიო და იმედია მართალია ერთი საყრდენი და ცაცია ნორმალური მცველი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია თუ გვინდა რამე მოვიგოთ.

  • Flying Dutchman
    schedule 21 იან 2026, 12:03

    ასე არ უნდა წასულიყავი მარკ…

  • nika 54
    schedule 21 იან 2026, 11:34

    პსჟ-მ რო დრო აგვახია ეს უკვე შემდგარი ფაქტია, ახლა რაშფორდს მიუბრუნდა და მანჩესტერს 50 მილიონი შესთავაზა ფეხბურთელში. ბარსა ცდილობს 30 მილიონზე კიდევ დააკლებინოს მანჩესტერს და ეს გამოეტ–რება და ბარსას კიდევ ერთ ფეხბურთელს ართმევს. ნეიმარი წაიყვანეს და გააფუჭეს როგორც ფეხბურთელი, მბაპეს მეპასეობა დაავალეს, მერე მესი ითრიეს და ისიც მბაპეს დამხმარედ დანიშნეს. ეს არც დაუმალავს ხელაიფს და ისიც იკადრა მესის ეგონა აქ პირველი იქნებოდაო, მაგრამ ჩვენ მბაპე გვყავსო. მე ის მაინტერესებს რაშფორდს ხო აქვს კონტრაქტი იჯარის და იმკონტრაქტში ხო უწერია გამოსყიდვის ვალდებულება, წინააღმდეგ შემთხვევაში რაღაც 5 მილიონი გვაქვს ვალდებულება ხომ. ახლა ააქვს უფლება მანჩესტერს რო ეს პუნქტი დაარღვიოს და პსჯ-ს მიჰყიდოს რაშფორდი. ისიც წავიკითხე ბარკოლას ჩართავენ გარიგებაშიო.