workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ოფიციალურად: ჟოაუ კანსელუ ბარსელონაში დაბრუნდა

ოფიციალურად: ჟოაუ კანსელუ ბარსელონაში დაბრუნდა

ჟოაუ კანსელუ ისევ “ბარსელონაში” ითამაშებს და ისევ იჯარით.

ინფორმაცია, რომელიც აქამდეც ცნობილი იყო, ცოტა ხნის წინ ოფიციალურად დადასტურდა – გამოცდილი პორტუგალიელი განაპირა მცველი “ბარსელონაში” სეზონის ბოლომდე ითამაშებს.

გავრცელებული ცნობებით “ბარსა” ფეხბურთელის ხელფასის ნაწილს, კონკრეტულად კი 4 მილიონ ევროს გადაიხდის. მისი ანაზღაურების ძირითად ნაწილს კი კვლავ არაბული “ალ ჰილალი” დაფარავს.

კანსელუ “ბარსაში” 2023/24 წლების სეზონშიც თამაშობდა, ასევე იჯარით. კატალონიური გუნდის მაისურით მან 42 თამაში ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 5 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

31 წლის ფეხბურთელს დაცვის ორივე ფლანგზე თამაში შეუძლია. ეს ნიშნავს, რომ ჟერარ მარტინს, ჟიულ კუნდესა და ერიკ გარსიას მეტი შანსი ექნებათ, დაცვის ცენტრში ითამაშონ. ამ ფაქტორებისა და რონალდ არაუხოს დაბრუნების გათვალისწინებით, “ბარსა” დიდი ხნით ტრავმირებული ანდრეას კრისტენსენის შემცვლელის ძებნა აღარ მოუწევს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (41)

  • tbilisi
    schedule 16 იან 2026, 02:25
    #41

    კარგია