“ბარსელონას” დამრიგებელს, ჰანსი ფლიკს მთავარი მწვრთნელობის დროს ფინალი არასდროს წაუგია. გერმანელმა სპეციალისტმა თავის აქტივს მორიგი მოგებული ფინალი დღეს შემატა, როდესაც ესპანეთის სუპერ თასზე “რეალ მადრიდი” 3-2 დაამარცხა.
ფლიკმა “ბარსელონაში” მე-4 ტიტული და მე-3 ფინალი მოიგო. აღსანიშნავია, რომ სამივე ფინალში მან “რეალ მადრიდი” დაამარცხა – ორჯერ ესპანეთის სუპერ თასზე და ერთხელ თასზე.
“ბაიერნში” მუშაობის დროს ფლიკმა გუნდი ფინალში 5-ჯერ გაიყვანა და ხუთივე შემთხვევაში გამარჯვებული გამოვიდა – გერმანიის თასზე, გერმანიის სუპერ თასზე, ჩემპიონთა ლიგაზე, ევროპის სუპერ თასზე და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე.
საინტერესოა, რომ სამწვრთნელო კარიერის სტარტზე, 2000-2005 წლებში, მან “ჰოფენჰაიმი” რეგიონული ტურნირის, ჩრდილოეთ ბადენის თასის ფინალში 4-ჯერ გაიყვანა და ოთხივე გადამწყვეტი დაპირისპირება მოიგო. მისი წასვლის შემდეგ კი ამ გუნდმა პირველივე ფინალი წააგო.
კი მარა შეჭამა ბარსამ რა
პირველ ტაიმში შევჭამეთ ნამდვილად. მეორე ტაიმი სუფთა აბდაუბდა იყო.
გამარჯვება კი კარგია მაგრამ წარმოიდგინეთ ვინის, გარსიას და როდრიგოს ადგილას მბაპე რამდენ მომენტს გამოიყენებდა, ლიგაზე გაჭირდება ასე
კი მარა შეჭამა ბარსამ რა
მერე რო შეჭამა ეგ ანგარიშში არ გამოისახა, ზისტად დაცვის გამო ეგრე მაეტივად რო შემოდიოდნენ და ურტყამდნენ, რად გინდა “შეჭმა” ანგარიშში თუ არ აისახა ეგ და შეტევების უმწტესობიდან გოლი გაგვივიდა
ოსირეც რა: ალონსო იძახის – სუპერთასი რანგით მეოთხე ტურნირიაო, კურტუა – მოგებას ვიმსახურაბდითო…
დაეჭედებინა რა იმ ტაფათავას მეოთხე, მაშინ რაღას იტყოდნენ.
კი მარა შეჭამა ბარსამ რა
მიყვარს ეს მაჯლაჯუნა კაცი 😄❤️
გამარჯვება კი, მაგრამ ყველამ ვნახეთ, რომ პირველ ტაიმში რამდენჯერ წამოვიდა რეალი შეტევაში და რამდენჯერ გაგვიტანა, ასევე მეორე ტაიმში რა მარტივად შემოდიოდნენ საჯარიმოში და არტყამდნენ, კუნდეს რა უქნეს ეგეც ვნახეთ, ხოდა ვინმე ცენტრალური მცველია მოსაყვანი
ყველაზე მეტად ამ მწვრთნელში ის მომწონს, რომ თავის სტილს არ ღალატობს
😱😱😱😱😱😱😂😂😂😂😂
20 წლის მერე ინანებ (როცა დაღვინდები) რომ ვეღარ მეიცილებ.
ძალიან კარგია… მაგრამ დაცვა თუ არ გაძლიერდა, ასე არაფერი არ გამოვა. ისე ვთამაშობთ გეგონება დაცვა საერთოდ არ არისო. კუბარსი იმდენად რეგრესირდა ბურთიც ვეღარ ამოაქვს ნორმალურად, კუნდეც აღარ არის საიმედო, კანსელუ საერთოდ დაცვაში უფრო სუსტია. ძალიან გაჭირდება ასე. ამ სეზონს გავქაჩავთ, ჯანდაბას, მაგრამ ჩემპიონთა ლიგას ძალიან ადრე დავემშვიდობებით. ზაფხულში უნდა გაიხნენ შუაზე ნორმალური მცველი და საყრდენი იქნებ მოიყვანონ, რომ ფლიკი არ გაგვექცეს საერთოდ ამ დაცვის შემყურე
რაფინიას ტატუ უნდა გავიკეთო იმენა. მომავალ სეზონში კაპიტანიშე უნდა იყოს სულ ფეხებზე მკიდია.
მგონი ჯობია ფლიკმა თვითონ დაასახელოს მადრიდის შემდეგი მწვრთნელიი, ვისი შეჭმა სურს დესერტად!!! 😁😁😁კარიერას უმთავრებს ხალხს, ანჩელოტი კონტინენტიდან გაექცაა, ალონსოც ალბად მლს-ში გააგრძელებს კარიერას🤣🤣
ფინალში ვერ გავედით შარშან თორემ პსჟ-საც მიაქინძავდა.
ის ორი გოლიც არსაიდან გაიტანა რეალმა, შევჭამეთ რასაც ქვია
ტრანსფერები გაუკეთეთ ამ კაცს, ასე უქნიათ დეკუ საკალბასეში ჩაუბარებიათ ტრანსფერის ფულისთვის, ისე მაინც არაფერში გამოგვადგება აბა. ტიპი დაცვის, საყრდენის და ფორვარდის გარეშე ხმარობს "მსოფლიოს საუკეთესო შემადგენლობას".
ლიგის ფინალი მინდა მე!
ჰანსი კიდევ დიდი ხნით უნდა დარჩეს
ეჰ აჩერბისსსსსს ……..
მგელი,შენ გეხუტუნე გულში და სულში მე💙❤️ლაპორტა 9-იანი მკვლელი და სულ მცირე ერთი მაგარი მცველი მოუყვანე. გვარდიოლას დროინდელ დომინაციაზე უარესს ვიხილავთ💙❤️ათასში ერთხელ შეიძლება ცდება მარა ამ რესურსით რასაც შვება მე რავი ძმაო. ასეთი არავინ მინახავს. ამას გვარდიოლას დონის ფული რო მისცე ალბათ დახურავს ფეხბურთს. ეცადონ ეს კაცი შეინარჩუნონ. თუ არა ამის მერე ისევ გერმანელი კლოპის გარდა არ უნდა განიხილონ არავინ. ჰასიიი შე მგელოოო💙❤️
ლიჟბი ფინალებში გავიდეთ და ფინალი წამოწვენილი აქ ამ კაცს 😂😂