მიუნხენის “ბაიერნის” ნახევარმცველს, ლეონ გორეცკას “ბარსელონაში” თამაში სურს. ამის შესახებ ინფორმაციას Mundo Deportivo-ს ჟურნალისტი ფერნანდო პოლო ავრცელებს.
კატალონიური წყაროს ცნობით 30 წლის გერმანელი ნახევარმცველი მის ყოფილ მწვრთნელს, ჰანსი ფლიკს დაუკავშირდა და მას განუცხადა, რომ მზადაა, მიმდინარე სეზონის ბოლოს “ბარსელონაში” უფასოდ გადავიდეს, ვინაიდან მას “რეკორდმაისტერთან” კონტრაქტი უმთავრდება. “ბლაუგრანა” ამ საკითხს განიხილავს, მნიშვნელოვანი სიტყვა კი ჰანსი ფლიკზე იქნება.
გორეცკასა და ფლიკს ერთად მუშაობის გამოცდილება უკვე აქვთ. გერმანელმა შუახაზელმა თანამემამულე მწვრთნელის ხელმძღვანელობით “ბაიერნში” 64 თამაში ჩაატარა, 15 გოლი გაიტანა და 18 შედეგიანი გადაცემა გააკეთა. აღსანიშნავია, რომ გორეცკას “ბაიერნში” სხვა არცერთ მწვრთნელთან ასეთი კარგი შედეგი არ აქვს.
მესიმ კი ინტერვიუში გვირჩია ოტამენდი მოვიყვანოთ. თუმცა მგონია საკმაოდ ასაკიანია 37 წლისაა.
აქვს პლიუსები და მინუსებიც. პლიუსები ისაა რო. მაგარი გამოცდილია,ჟილკიანია,ტიტულოვანი იგროკია,გერმანელია,ფლიკს და მის სისტემას იცნობს. მინუსები ისაა რო ბოლო პერიოდში ისეთი ვეღარაა, კიდე ის რო ყველაზე ნაკლებად ნახდაცვას უნდა გაძლიერება და ამის ხელფასს სხვა პოზიციას მოახმარდა კაცი. ალბათ მაინც უფრო წაგვადგებოდა ამის მოყვანა. ლიჩნად მე არ მინდა, იმ ბაზარის მერე რაც მესიზე და ბარსაზე იბაზრა ამის გამჩენს შვც.
არ ვიცი რამდენად ღირს ამ კაცის მოყვანა აწი. ფლიკმა ჩემზე კარგად იცის და იმედია სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს.
რაბიო უნდა დაერთრიათ შარშან რა ეს არ მოათრიოთ მძორია ცარიელი თვითერზე ბაიერნის ფანები სულ აგინებენ
ასტონ ვილაში რომაა ელიოტი ეგ დაითრიონ ისე ახალგაზრდა ბიჭია