დღის მთავარი მატჩი

error დღეს თამაშია!
MATCHDAY
გამპერის თასი schedule 22:00

ბარსელონა

ბარსელონა ლოგო
--:--
ალ აჰლი ლოგო

ალ აჰლი

arrow_forward მატჩ-ცენტრი
ისტორია ბარსელონას მხარესაა

ისტორია ბარსელონას მხარესაა

“ბარსელონა” ზამთრის არდადეგებს ლა ლიგის ლიდერის სტატუსით ხვდება. პირველი წრის დასრულებამდე ერთი ტურია დარჩენილი, მაგრამ ვინაიდან ჰანსი ფლიკის გუნდი “რეალ მადრიდს” 4 ქულით უსწრებს, დანამდვილებით ვიცით, რომ პირველ წრესაც კატალონიელები მოიგებენ.

აქამდე “ბარსელონა” ესპანეთის “ზამთრის ჩემპიონი” 27-ჯერ გამხდარა, საიდანაც კატალონიელებმა საბოლოო გამარჯვება 17-ჯერ იზეიმეს. ბოლო 13 ასეთი შემთხვევიდან კი “ბლაუგრანამ” ლა ლიგა 9-ჯერ მოიგო.

ბოლო დეკადის განმავლობაში მხოლოდ ორჯერ მოხდა, როდესაც ლა ლიგის ჩემპიონი ის გუნდი გახდა, რომელიც ზამთრის არდადეგების დროს გათამაშებას არ ლიდერობდა. ერთხელ ეს “რეალ მადრიდმა” მოახერხა კორონავირუსის სეზონის დროს, გასულ სეზონში კი – “ბარსამ”.

ლა ლიგის განვლილ 94 გათამაშებაში 51-ჯერ მოხდა, როდესაც “ზამთრის ჩემპიონმა” ლიდერობა ბოლომდე შეინარჩუნა და ტურნირი მოიგო.

ისტორია ჰანსი ფლიკის გუნდის მხარესაა და გერმანელი სპეციალისტი შეეცდება, გააკეთოს ის, რაც 2008 წლის შემდეგ მხოლოდ “ბარსას” გამოსდის – გახდეს ესპანეთის ჩემპიონი ზედიზედ ორჯერ.

pedal_bike

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია arrow_forward

forum კომენტარები (9)

  • პენდრაგონი
    პენდრაგონიshield ვეტერანი
    schedule 12 მარ 2026, 18:13

    გავალთ აუცილებლად

  • Barca
    schedule 12 მარ 2026, 16:50

    თუ არ დაასვენეს გუნდი სევილიასთან მაშინ ნიუკასლთან გაგვიჭირდება

  • nika 54
    schedule 12 მარ 2026, 16:44

    ნუ ნიუკასლს თუ ვერ გავცდით, მაშინ არ ვყოფილვართ არაფრის ღირსი ლიგაზე.

  • Lasha Mamuladze
    schedule 12 მარ 2026, 16:41

    ეს ნიუკასლი არ არი ის გუნდი, რომელთანაც ბარსას უ და გაუჭირდეს ნორმალურსდ ბურთის გაგორება, ტრავმები ისე. ჩვრნს წინააღმდეგ არი, დაცვაში იმდენი გადასდგილება განახორციელა ფლიკმა როგორ გინდა, სერიოზულ გუნდებს კონკურენცია გაუწიო, თან დე იონგიც არ არი პედრიც, ბოლომდე ხოდზე ვერ არი, მოკლედ მეორე მატჩში უნდა დაიჩაგროს ნიუკასლი..

  • nika 54
    schedule 25 დეკ 2025, 15:56

    ციტატა: Barca
    ფაბრიციომ დაწერა: ფლიკმა უთხრა ბარსელონას ბორდსო რო მცველი უნდა მოიყვანოთო ამ ზამთარს თუ ჩემპიონთა ლიგის თასი გინდათო


    ნეტავ მარტო ერთი მცველი უშველიდეს ამ საქმეს და არაუხოს შესწირავენ ბოლო ბოლო ამ საქმეს.

  • Barca
    schedule 25 დეკ 2025, 12:39

    ფაბრიციომ დაწერა: ფლიკმა უთხრა ბარსელონას ბორდსო რო მცველი უნდა მოიყვანოთო ამ ზამთარს თუ ჩემპიონთა ლიგის თასი გინდათო

  • CHEPE
    schedule 25 დეკ 2025, 11:46

    ფლიკი სანამ იქნება ესპანეთის თასებს სულ მოიგებს შიდა ტრებლს ანუ მაგრამ ლიგაა მთავარი ლიგაა წელს ლალიგა და ლიგაზე არ ვიტყოდი უარს დუბლზე მაგრად მკიდია 2 სხვა თასი მარა ფლიკი არ დათმობს მარტივად მაინც არცერთს

  • C.PC5
    schedule 25 დეკ 2025, 10:33

    უნდა წამოიღონ ლალიგა ამ სეზონში უპრობლემოდ